• რეკლამა
  • კონტაქტი
02:21, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილის ბრძანებულებით თბილისში აკრძალული იყო დევნილებისთვის ბინის მიცემა… 2008 წლამდე დევნილებისთვის ბინები არ შენდებოდა” – სოზარ სუბარი

ალია ავტორი - ალია
17:52 01-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი დევნილების მოთხოვნებზე საუბრისას, ამბობს:

„როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, გვქონდა ასეთი მოცემულობა, რომ თბილისში სააკაშვილის ბრძანებულებით იყო აკრძალული დევნილებისთვის ბინის მიცემა. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ხდებოდა – მიადგებოდნენ და ეტყოდნენ, აქ ვცხოვრობ დევნილი, ვთქვათ 10 კვადრატულ მეტრში 7 სული, თუ დღეს დაიკანონებთ, დაიკანონეთ, თუ არადა გამოგყრით გარეთო და ადამიანები იძულებულები იყვნენ ამ დაკანონებაზე ხელი მოეწერათ. ბუნებრივია, ჩვენ ეს მიდგომა პირველივე დღიდან შევცვალეთ.

2013 წლიდან დღემდე თბილისში 2000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინა ახლადაშენებულ კორპუსში და რამდენიმე ათას დევნილს დაუკანონდა საცხოვრებელი, ოღონდ არა ისე, როგორც ნაციონალები უკანონებდნენ ძალადობით, არამედ უბრალოდ, თუ ადამიანები ამბობდნენ, რომ – მე არაფერი მინდა სახელმწიფოსგან, აი, ეს ბინა, სადაც ვცხოვრობ დამიკანონეთ – იმ ფართს ვუკანონებდით. მთლიანობაში საქართველოში 27 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინა 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე. თუ შევადარებთ ისევ წინა პერიოდს, 2008 წლამდე დევნილებისთვის საქართველოში ბინები არ შენდებოდა.

2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო ის ჩასახლებები, რომლებიც არის შიდა ქართლში და პლუს ფოთში და წყალტუბოში აშენდა რამდენიმე კორპუსი, ოღონდ ისეთი გაუსაძლისი პირობები იყო, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო. მაშინ როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით დავხარჯეთ რამდენიმე მილიონი ლარი, რომ ეს კორპუსები შეგვეფუთა და მათში საცხოვრებელი პირობები ყოფილიყო ნორმალური. გარდა ამისა, ძალიან მასშტაბური მშენებლობები დაიწყო ზუგდიდში, გორში, წყალტუბოში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ძალიან ბევრი ბინა იყო შეძენილი თბილისში დევნილებისთვის. ეს განსხვავებაა მათ მიდგომას და ჩვენ მიდგომას შორის. თუმცა, ძალიან ბევრი დევნილია დარჩენილო დღესაც უმძიმეს პირობებში, ნგრევად ობიექტებში და ახლა მიდგომა ის უნდა იყოს, რომ ეს ობიექტები დაიცალოს პირველ რიგში.

სხვათა შორის, სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით, მე ჩავატარე ექსპერტიზა. მანამდე ჩატარებული იყო ექსპერტიზა და არ ჰქონდა მინიჭებული სტატუსი, თუმცა, მე ჩავატარებინე განმეორებითი ექსპერტიზა და დეტალური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ კორპუსს ეკუთვნოდა ნგრევადი ობიექტის სტატუსი და შესაბამისად სასტუმრო „ქართლიდან“ განსახლება, სწორედ მაშინ დადგა დღის წესრიგში“

ცნობისთის, 16 იანვარს, თემქაზე, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილების აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. 

დევნილები, რომლებიც სასტუმრო “ქართლის” შენობაში ცხოვრობენ ამბობენ, რომ დროებითი თავშესაფარი, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან, ავარიულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია.

“უსახლკარო დევნილებს ფეხებზე იკიდებს მთავრობა, 2015 წელს ყველა დევნილს უნდა ჰქონოდა საკუთარი ბინა” – სააკაშვილი
თეგები: დევნილებიმიხეილ სააკაშვილიოკუპაციასოზარ სუბარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved