• რეკლამა
  • კონტაქტი
04:25, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილი ვერ აღიქვამს, რომ ის არ არის იალბუზზე მიჯაჭვული ამირანი.. ის ერთი ბეჩავი, რეალობიდან ამოვარდნილი ადამიანია – გია გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
17:32 12-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ვერ აღიქვამს, რომ ის პატიმარია და პატიმარს აქვს საკმაოდ დიდი შეზღუდვები – ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ერთის შეხედვით დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანი საკუთარი გარემოცვის მონა და შესაბამისად მსხვერპლი გამხდარა. ეს საკმაოდ რთული საკითხია და ამის ჩაძიება უფრო ფსიქოლოგების საქმეა და ამიტომ არ შევეხები, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ სააკაშვილის მაგალითი ამის ნათელი დადასტურებაა.ყველას გვახსოვს ანდერსენის ზღაპარი „შიშველი მეფე“.არ ვიცი ვინ იყვნენ ის „თაღლითი დიზაინერები“, რომლებმაც სააკაშვილი პირველად მოატყუეს და დაარწმუნეს, რომ ერთდროულად იყო აღმაშენებელი, ჯეფერსონი, რემბო, ეიფელი, ან იური გაგარინი, მაგრამ მისი გარემომცველი ხალხი, ვისაც არ სურდა ბრიყვად წარმოჩენილიყო შიშველ მეფეს ათასგვარი დითირამბებით ამკობდნენ და მათი ეს აღტკინება კიდევ უფრო უმძაფრებდა თავისი განუმეორებლობის დაჯერების იშტას, ცნობილია.ცხადია სააკაშვილს ჰქონდა ქარიზმა, რომელმაც ადამიანების იმ გარკვეულ ნაწილზე იმოქმედა, რომლებიც მხოლოდ ფასადურად ხედავდნენ მის საქმიანობას. ხედავდნენ და იჯერებდნენ, იმას, რომ მიშა იყო ერთადერთი, განუმეორებელი და ჩრდილოელ დევთან მებრძოლი ხუთკუნჭულა.სამწუხაროდ ეს პროგრესირებადია, რასაც ხელს უწყობს მეგი გოცირიძის მსგავსი ხალხის მხრიდან სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის აბსოლუტურად არაადეკვატური შეფასება, რომ მის გარეშე მზე აღარ ამოდის და სააკაშვილიც ვერ ხედავს არსებულ რეალობას.ვერ ხედავს და ვერ აღიქვამს, რომ ის პატიმარია და პატიმარს აქვს საკმაოდ დიდი შეზღუდვები.ვერ აღიქვამს, რომ ის არ არის იალბუზზე მიჯაჭვული ამირანი და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც არ მოიძებნება იმდენი ყურშა, რომლებიც კანონის ჯაჭვის გაწყვეტაში დაეხმარება.არ არის მეფე ლომი სიმბა, რომლის ერთ ძალუმ დაღრიალებაზე მისი მტრები ფართხაფურთხისთ გაიქცევიან.და ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ მას თავად ჰქონდა და აქვს ასეთ არარეალურ მიკრო-სამყაროში ცხოვრების სურვილი, რაც ცხადია კარგად გამოიყენა მისმა უახლოესმა გარემოცვამ და ფაქტობრივად საბოლოოდ გააშიშვლეს. გააშიშვლეს და ყველას აჩვენეს, რომ ის ერთი ბეჩავი, რეალობიდან ამოვარდნილი ადამიანია.საოცარია, მაგრამ ის ბავშვები, ვინც მეფეს თამამად ეუბნებიან, რომ შიშველია და ნებით, თუ უნებურად მისი გულშემატკივრები არიან, მისი გარემოცვისგან მტრებად არიან შერაცხულნი და საკუთარი ტელევიზიების მეშვეობით მაქსიმალურად ცდილობენ სიმართლისგან მის იზოლირებას.კიდევ ერთხელ ვიტყვი – მე არ ვიცი როგორ შეიძლება მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. არ ვიცი რადგან ეს სპეციალისტების საქმეა, მოახერხონ სააკაშვილის რეალობაში დაბრუნება.ეგაა და ეგ – წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved