• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილი უნდა მიესალმოს ჩემ გადაწყვეტილებას, მას ეს მოუხდა” – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:26 03-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,683

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების არშეშვებაზე საუბრისას, თქვა

“როგორც ჩანს, პატიმარს მოუხდა, რომ მას, როგორც წესად ჰქონდა ჩამოყალიბებული, ყოველ დღე პოლიტიკოსები არ ჰყავდა და მას ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ.

მაშინ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. სარჩელს რაც შეეხება, საერთო ჯამში, სასაცილოა უკვე. შეხვედრებზე, რასაც თამარ კორძაიაც ესწრებოდა ხოლმე და როდესაც მართლმსაჯულების გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ჩვენი სტანდარტული კითხვაა ხოლმე: დაასახელეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც ფიქრობთ, რომ უსამართლო იყო. რა თქმა უნდა, ხარვეზები ყოველთვის არის და ამიტომაც არსებობს ინსტანციები, რომ გადაწყვეტილებები შეიძლება დაკორექტირდეს, მაგრამ ოპოზიცია მსგავს მაგალითს ვერ ასახელებს. როგორც ჩანს, თამარ კორძაიამ იფიქრა, მოიფიქრა და გუშინ სარჩელი დაასახელა სააკაშვილთან მისი შესვლის თაობაზე, როგორც მაგალითი ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის. ის, რომ სასამართლოს სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა, ეს მისთვისვე კარგია. როგორც კი ჩაინიშნება, მას არგუმენტების წარდგენა მოუწევს და ხომ გაირკვევა, რამდენად აბსურდულია მისი მოთხოვნა და ახლოსაც არაა სამართალთან. მის ადგილზე ვინატრებდი, რომ სხდომა რაც შეიძლება დიდი ხანი არ ჩაინიშნოს და დიდი ხანი არ გამოჩნდეს, რათა საზოგადოებამ არ დაინახოს, მისი მოთხოვნა რამდენად აბსურდულია. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, პატიმართან შესვლის უფლება სხვა დეპუტატს მისცეს. ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს”

კითხვაზე, აპირებს თუ არა მისცეს დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების უფლება, პაპუაშვილი ამბობს, რომ არა.

“ფაქტია, რომ შედეგია კარგი და მიხეილ სააკაშვილი განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა, როგორც ჩანს და როგორც თავად ამტკიცებდა. კარგი გადაწყვეტილებაა და მგონია, რომ თავადაც უნდა მიესალმონ ამას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved