• რეკლამა
  • კონტაქტი
22:35, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ის კურსი უნდა აღდგეს, რომლის ნახვაც ქართველ ერს სურს” – ევროპარლამენტარები

ალია ავტორი - ალია
14:04 10-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები საერთო წერილს ავრცელებენ, წერილის თარგმანს “ფორმულა” ავრცელებს:

“2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ახალმა მთავრობამ მხარი დაუჭირა რეფორმებს, რომლებიც მიმართული იყო დასავლური უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციისკენ, რაც ქართველ ხალხს სურდა. ახლა, როცა თითქმის 20 წელი გავიდა, უკვე ადვილია დაივიწყო ამ წლებში მიღწეული  მნიშვნელოვანი პროგრესი. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იყო შესასრულებელი, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში 2008 წელს.

2012 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო სხვა მმართველ პარტიას ჰქონოდა შანსი განეხორციელებინა მართლმსაჯულების საჭირო რეფორმები და წინსვლა სრული დასავლური ინტეგრაციისკენ.

მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონალური პრეცედენტის შექმნაში: მან ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რამაც მის პარტიას დამარცხება მოუტანა და ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემის გზით ძალაუფლება ახალ მთავრობას გადაულოცა.

2021 წლის პირველ ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და ის მაშინვე დააპატიმრეს იმ სასჯელისთვის, რომლისთვისაც იგი დაუსწრებლად იყო გასამართლებული. ცნობილია, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. სააკაშვილი ერთ-ერთი იყო იმ ათეულობით ყოფილ ჩინოვნიკთა შორის, რომლებიც მათმა მემკვიდრეებმა გაასამართლეს.

მიუხედავად ამისა, ბრალდება საერთაშორისო დონეზე არასდროს იყო აღიარებული და ის არავის დაუკავებია, ან არ გადაუწყვეტია მისი ექსტრადირება მაშინ, როცა ის აგრძელებდა მუშაობას და მოგზაურობას საზღვარგარეთ, რადგან ეს ბრალდებები აღიარებული იყო პოლიტიკური დევნის დადგენილი მოდელის ნაწილად.

ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად, რაც გამოწვეულია თავისუფალი პრესის კონტროლის, ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთავლის მცდელობებით; და მართვაში პოლიტიკური ოპოზიციისთვის სივრცისა და რესურების შეზღუდვით.

ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედებების დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ.

უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი.

ახლა დუმილის დრო აღარ არის. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველი განცხადების გათვალისწინებით და საქართველოს დემოკრატიის არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის უზრუნველსაყოფად, სააკაშვილს პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე, მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისათვის.

იმის გამო, რომ საქარათველოში არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობა, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის განმუხტვას პროცესის წინსვლისთვის.

პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით უარყო ქართულმა ოცნებამ.

პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომლის ნახვაც ქართველ ხალხს სურს თავისი ერის მომავლისთვის”,-ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში. 

თეგები: ევროპარლამენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved