• რეკლამა
  • კონტაქტი
19:57, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილი: უახლოეს თვეებში ამოქმედდება ამერიკული და გერმანული საჰაერო დაცვის სისტემები, რაც თითქმის მთლიანად გადაკეტავს უკრაინის ცას.. გამარჯვება ახლოვდება

ალია ავტორი - ალია
12:25 08-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
753

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, უკრაინის სასარგებლოდ ყველაფერი უფრო უკეთესად მიდის, ვიდრე ბევრს ეგონა და „გამარჯვება ახლოვდება“.

“ფრონტზე ხდება ყველაზე მოულოდნელი რამ – დონბასში, სადაც ბოლო დრომდე რუსეთს ჰქონდა სრული უპირატესობა, ყველაფერი შეიცვალა. ჩამოყალიბდა საარტილერიო პარიტეტი და ბოლო დღეებში უკრაინელებმა დაიწყეს იარაღის საწყობების ინტენსიური განადგურება. შოიგუმ აღიარა, რომ რუსეთის ჯარი წინ ვეღარ მიიწევს. რეფერენდუმების გეგმებიც გააუქმეს იმიტომ რომ ჩაიშალა ტერიტორიის გაკონტროლების გეგმა.

პრაქტიკულად, საუბარია დონეცკის რაიონებზე, რომლებსაც ვერ იღებენ რუსები. დონბასის სხვა ნაწილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დონბასის უკრაინის მიერ კონტროლირებადი დიდი ქალაქების, სლავიანსკის და კრამატორსკის აღებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ახლა ყველა ჩვენების კონტრშეტევის მოლოდინშია. გერმანიაც მოიქოქა როგორც იქნა მძიმე იარაღის მოწოდებაში და გერმანულ არტილერიას გადამწყვეტი როლი შეაქვს გარდატეხის მოპოვებაში.

 

უახლოეს კვირებსა და თვეებში ამოქმედდება ამერიკული და გერმანული საჰაერო დაცვის სისტემები, რაც თითქმის მთლიანად გადაკეტავს უკრაინის მთელ ცას, რითიც რუსეთს ბოლო ინსტრუმენტი გამოეცლება.

სწორედ ამიტომაა ზელენსკი უფრო თავდაჯერებული, ვიდრე ოდესმე. ეს გამარჯვების რწმენა ეფუძნება მილიონი უკრაინელი ჯარისკაცის თავდადებას და პროფესიონალიზმს.

პენტაგონმა უკრაინული ჯარის ეფექტურობა შეაფასა როგორც “12 ბალი 10-ბალიანი შკალით”. ვაშინგტონის განცხადებით, უკრაინელები დასავლურ იარაღს ისე ეფექტურად იყენებენ, როგორც არავის წარმოედგინა.

მოკლედ, ყველაფერი უფრო უკეთესად მიდის, ვიდრე ბევრს ეგონა. გამარჯვება ახლოვდება”, –  წერს სააკაშვილი ფეისბუქში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved