ფოტოკოლაჟი – მთვარი არხი
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, საზოგადოებრივ არხთან, განაცხადა:
“ზოგიერთ ევროპარლამენტარს უნდა ავუხსნათ, რომ მწერალთა სახლის შენობა, საიდანაც კომენტარს ვაკეთებ, ძალიან დიდი მნიშვნელობის ადგილია საქართველოსთვის და მისი კულტურისათვის. ამ შენობიდან თავის დროზე სააკაშვილმა სპეცრაზმის ძალით გაყარა მწერლები. არაერთი მათგანი ნერვიულობის ნიადაგზე დაავადდა კიდეც. აქ დაავანა ისეთი მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ მისი მაამებლობით იყო დაკავებული, მაგრამ ეს ალბათ ყველაზე ნაკლებ ცოდვად ჩაითვლებოდა, მხოლოდ აქ რომ გაჩერებულიყო.
შემდეგ მოხდა მკვლელობის, გაუპატიურების, ცემის და ტირანიის არაერთი გამოხატულება და ფაქტი. დღეს სააკაშვილი გახლავთ სასჯელმისჯილი პატიმარი, რომელიც არის რთული ქცევის მქონე და ყველაფერზე მიდის, რათა კანონიერი სასჯელი აირიდოს. ის კრიმინალია და რასაკვირველია, უნდა მოიხადოს სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი“
კომენტარები