• რეკლამა
  • კონტაქტი
00:04, პარასკევი, 6 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილი რესტორანში აიყვანეს, თვითმფრინავში ჩასვეს და პოლონეთში გააძევეს – ამის გამო ლუცენკო პროკურატურიდან გააგდეს”

ალია ავტორი - ალია
19:50 02-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ლევნ ყურაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“იულია ტიმოშენკო ანგელოზი არ ყოფილა. პირიქით, ათეულობით და შეიძლება ასეულობით მილიონიც იშოვნა მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყო (პირადად მან და არა ისე, რასაც უგულავას ედავებიან, რომ თანხა პარტაქტივზე დახარჯა).

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში იანუკოვიჩი მოვიდა, იულიაზე მომენტალურად აღძრეს საქმე და 7 წლით ციხე მიუსაჯეს. უკვე ციხეში მყოფზე მეორე საქმე აღძრეს და სასამართლო ციხეში იმართებოდა.

ამას მოჰყვა დასავლეთის რეაქცია და ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ ის პოლიტიკური პატიმარი იყო.

ცოდვების ნაკლებობას არც იური ლუცენკო უჩიოდა (ყოფილი შსს მინისტრი) და ტიმოშენკოსავით მასზეც საქმე აღძრეს და ციხეში ჩასვეს.

2014 წელს იანუკოვიჩი როსტოვში გაიქცა, ხოლო ტიმოშენკო იმ საღამოსვე გამოიყვანეს ციხიდან.
რაც შეეხება მის გამსამართლებელ მოსამართლეებს, მათზე მალევე აღიძრა სს საქმეები.

ლუცენკო ტიმოშენკოზე ადრე გამოვიდა, ხოლო იანუკოვიჩის გაქცევიდან მალევე გენპროკურორი გახდა (ვიქტორ შოკინის შემდეგ), და მის მოსამართლეებზეც საქმეები აღიძრა.

თუმცა, ეტყობა ლუცენკომ მისივე მაგალითზე ჭკუა ვერ ისწავლა, ახლა უკვე თავად აღძრა საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით და მისი დაკავების ბრძანებაც გასცა.

2018 წელს სააკაშვილი რესტორანში აიყვანეს, თვითმფრინავში ჩასვეს და პოლონეთში გააძევეს.

2019 წელს ხელისუფლება შეიცვალა, ლუცენკო პროკურატურიდან გააგდეს და მასზე საქმე აღძრეს.
რამდენიმე დღის წინ ცალკე საქმე აღიძრა სააკაშვილის გაძევების ეპიზოდზე, რომელიც პროკურატურამ უკანონოდ სცნო.

მოკლედ, მუდმივი არაფერია. ივანიშვილიც წავა როსტოვში (უფრო ადრე, ვიდრე გვიან).
ოღონდ თან თადუმაძეს, შოთაძეს და ფარცხალაძეს არ წაიყვანს.
აი მათ კი დიდი ხნით მოუწევთ ციხეში ჯდომა და აბსოლუტურად სამართლიანად.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:44 02-05-2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ახალი ამბები

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

14:04 02-05-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved