• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, კვირა, 19 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილი პირადად იქნებოდა, ვნახავდით “ლაფატკით” ხელში როგორ ცდილობს გზის გაკვალვას” – ტორესა მოსი

ალია ავტორი - ალია
14:21 02-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,256
მწერალი, ტორესა მოსი
მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი არასოდეს ვყოფილვარ. ბევრი მიზეზის გამო. მაგრამ ზუსტად ახლა და ზუსტად მე უნდა ვაღიარო, რომ ეს რომ მომხდარიყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილი პირადად იქნებოდა ჩასული გურიაშიც და აჭარაშიც. ვნახავდით “ლაფატკით” ხელში როგორ ცდილობს გზის გაკვალვას რომელიმე სახლისკენ. ვნახავდით ტრაქტორზე შემხტარს. ვნახავდით როგორ ამხობს თავზე რომელიმე გამგებელს, რომელმაც რაღაც არ გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა. ამაზე @რაკში პერო საზოგადოება დავცინებდით, ვიტყოდით რომ ეს კაცი პოპულისტია, კაი რა აი რა დროს ამის პოზიორობაა, მაგრამ იქ, თოვლში ჩარჩენილ ხალხს ეცოდინებოდა, რომ სახელმწიფო იქ არის, რომ მარტო არ არიან, რომ პრეზიდენტი პირადად არის ჩასული და ყველა ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად. და ჰო, ახლა ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ ზოგჯერ რაღაც არ არის მარტო პოპულიზმი. ზოგჯერ ადამიანი შეიძლება იმის რწმენამ გადაარჩინოს, რომ დახმარება გზაშია და ის მარტო არ არის.
ქოცების შედარება ნაციონალურ მოძრაობასთან არ შეიძლება. ქოცებმა ჩაიდინეს ყველა ის დანაშაული, რისთვისაც პასუხს ვთხოვდით ნაციონალურ მოძრაობას და ჩაიდინეს გაცილებით უარესი. მათ გააკეთეს ის, რაც არ გააკეთა სააკაშვილმა 2012 წელს და არჩევნებში მარცხი აღიარა, ხელისუფლება გადააბარა და არ შეგვითრია მთელი ქვეყანა ამ დამღუპველ სცენარში.
ომი არ მინდა, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ თუ ამ ქვეყანას კვლავ დაესხმება თავს რუსეთი, ან ნებისმიერი ვინმე, მყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის დასაცავად იბრძოლებს. მინდა მჯეროდეს რომ ქვეყანას არ მართავს დამფრთხალი კაცი, რომელიც თავდასხმის პირველივე წუთებში არ დაქოქავს თვითმფრინავს და სადმე თბილ ქვეყნებში არ გაფრინდება.
ქართული ოცნება გადაიქცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიკვდილად და მათთან შედარებით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება იყო ყველაზე პატრიოტული, რეფორმატორული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელიც გრძნობდა პასუხისმგებლობას და აშენებდა სახელმწიფოს.
ამიტომ დღეიდან როცა პროპაგანდისტები გეტყვიან რომ ნაცი ხართ, გამოდით თავის მართლების რეჟიმიდან. ქოცებზე უარესი ამ ქვეყანას არავინ და არაფერი ახსოვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved