• რეკლამა
  • კონტაქტი
18:58, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებას სტრასბურგში უჩივის – დეტალები

ალია ავტორი - ალია
15:56 05-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ოცნების ხელისუფლებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.

ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი და განსახილველად ემზადება.  საქართველოს მესამე პრეზიდენტის საჩივარი სისხლის სამართლის ორ საქმეს ეხება – ერთი ვალერი გელაშვილის ცემის, მეორე კი შეწყალების საქმეს.​

სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ აღძრული საქმეები.

იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგიდან უკვე გადმოგზავნეს კითხვები – ევროსასამართლოს აინტერესებს, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-6 მუხლი, რაც გულისხმობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, ასევე – დაირღვა თუ არა კონვენციის მე-18 მუხლი, რასაც სტრასბურგი ძალიან იშვიათად ადგენს და საქართველოსთან მიმართებაში ამ მუხლის დარღვევა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის საქმეზე აქვს დადგენილი.

მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიებები პირის პოლიტიკური ნეიტრალიზაციისთვის იწყება.

საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს პასუხი გასცეს კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სარჩელებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გასულ წელს მიმართა. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებისგან კომპენსაცია არ ითხოვს და მას უბრალოდ სურს დადგინდეს სიმართლე.

წყარო “მთავარი”

თეგები: მიხეილ სააკაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved