• რეკლამა
  • კონტაქტი
07:19, ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილი კლინიკაში იმიტომ გადაიყვანეს, რომ წაეშალათ მოწამვლის კვალი – რკინა იწვევს უმძიმეს მოწამვლას” – იაგო ფრანგიშვილის სკანდალური წერილი

ალია ავტორი - ალია
20:11 05-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,554

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ მიხეილ სააკაშვილის იმ კლინიკაში გადაყვანა ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს,
როგორმე წაეშალათ მოწამვლის კვალი.
ვიზუალურად და თავად სააკაშვილის მიერ თქმული ჩივილებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი ვარაუდი, რაც მქონდა, იყო მძიმე მეტალით მოწამვლა, მათ შორისაა რკინაც, ეს ვითომდა ,,უპრობლემო,, მეტალი.
გარკვეულ პირობებში და ესაა თალასემია, რკინით მკურნალობა იწვევს უმძიმეს მოწამვლას, უმძიმესად აზიანებს ნერვულ და ღვიძლის სისტემას.
არაა გამორიცხული რომ სხვა სახის ზემოქმედებასაც ჰქონდა ადგილი.
ამიტომაც, დარწმუნებული ვარ რომ კლინიკაში ვინმეს დამსახურებით ან შიშით კიარ გადაიყვანეს, არამედ იმიტომ რომ წაეშალათ საკუთარი დანაშაულის კვალი.
კლინიკის მდუმარებაც, პირადი ექიმის დროულად არ შეშვებაც ამაზე ლაპარაკობს.
თუკი სააკაშვილის ადვოკატები ევროგაერთიანების ადამიანთა უფლების დაცვის ბიუროში დასაბუთებულად მოითხოვდნენ რომ აუცილებელია დიაგნოსტიკა და ამიტომ გადაყვანა პატიმრისა მრავალპროფილიან კლინიკაში, აი ეს მოხდებოდა სამოქალაქო სამედიცინო ექსპერტების მიერ სასურველ კლინიკაში, სადაც უკვე აშკარა გახდებოდა ყველაფერი.
ადვოკატურაში შეტანილმა არევდარევამ, ყურადღების ცენტრის გადატანამ ახლა სხვა, თავიდანვე დაგეგმილ პიროვნებაზე და მთელმა ამ ახალმა სპექტაკლმა მთლიანად გადაფარა ის სიტუაცია და გარემოება, თუ რატომ იყო აუცილებელი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კლინიკაში.
არც კი ვიცი რაა გასაკეთებელი, თუმცა, რომც იცოდე დარწმუნებით, გისმენს ვინმე?
ყველაფერი მიდის ბიძინისტანურად და გეგმაზომიერად,
რათქმაუნდა მოყვარედ და შენიანად წოდებულთა დახმარებით.
ასე რომ არ იყოს, ან ბიძინას ან იმ თმავერაწყობილის, სულ რომ მავიწყდება სახელი იმდენად უფასურია, აი მაგათი დაგეგმილი რაიმე გჯერათ?
ისევ და ისევ სააკაშვილის მიერ ამორჩეული და წარმოჩენილი ძველი კადრებია, ბიძინას რომ ივენტ და პრობლემ მენეჯერებად ჰყავს დაქირავებლნი.
ტრაგედიაა.
ძველბერძნული ტრაგედიების გვირგვინია ეს ყველაფერი რომაული თეატრალიზმით.”
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი კლინიკაში იმყოფება და მისივე თქმით, ეცნობა კვლევების შედეგებს. მან მედიასთან განაცხადა, რომ  “ჩვენ საქმე გვაქვს სხვადასხვა დაავადებასთან, დიაგნოზები კი არ მცირდება, მატულობს ყოველ დღე.”

“ამასთან გამკლავება ძალიან რთულია, ექსპერიმენტალური მკურნალობა ძაან სახიფათოა” – ნიკოლოზ ყიფშიძე

თეგები: იაგო ფრანგიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved