• რეკლამა
  • კონტაქტი
21:02, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი და არ მგონია, ვინმეს გაახსენდეს შემთხვევა, როცა ის პატიმრების ულტიმატუმების საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებას“ – სოზარ სუბარი

ალია ავტორი - ალია
18:33 11-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი და არ მგონია, ვინმეს გაახსენდეს შემთხვევა, როცა ის პატიმრების ულტიმატუმების საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებას – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„იმ წუთიდან, როცა სააკაშვილმა თქვა, რომ იწყებს უფრო მკაცრი ფორმით შიმშილობას და ექიმთა კონსილიუმმაც თქვა, რომ საჭირო იყო მისი კლინიკაში გადაყვანა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. კონკრეტულად, სად გადაიყვანდა და როგორ გადაიყვანდა, ეს არის სასჯელაღსრულების სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი – ამის პატიმრებთან შეთანხმება არ ხდება. საუბარი თუ არის, პატიმარზე, როგორც პაციენტზე, მიიღებს თუ არა პაციენტი მკურნალობას ან მკურნალობის რა ფორმას აირჩევს ის, ეს შეიძლება, მისი გადასაწყვეტი იყოს, მაგრამ არა მკურნალობის მიღების ადგილი.

მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი და არ მგონია, ვინმეს გაახსენდეს შემთხვევა, როცა ის პატიმრების ულტიმატუმების საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებას, ვის სად, რომელ დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, როგორც პატიმარი სააკაშვილი იქცევა, არ მინდა, წარმოვიდგინო მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სასჯელაღსრულების სისტემაში, რა დღეში ჩავარდებოდა პატიმარი ასე რომ მოიქცეს, შეურაცხყოფა მიაყენოს სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს, დაამტვრიოს აპარატურა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved