ანალტიკოსი არჩილ გამზარდია:
„ერთი საინტერესო რამე მინდა გაგანდოთ. არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რასავ ვიტყვი,მაგრამ დავაგდოთ მაინც მსჯელობისთვის.
არსებობენ პროგნოზირებადი ადამიანები და არაპროგნოზირებადი ადამიანები. ექსპრეზიდენტი არაპროგნოზირებადია. ამჟამინდელი მმართველ(ებ)ი – პროგნოზირებადი.
ერთი საინტერესო დეტალი შევამჩნიე ბოლო დროის მოვლენებში – თუ ვინმეს ეშინოდა ციხის, ჩემი აზრით, მიშაა, თუ ვინმეს მოსწონდა კომფორტის ზონაში ყოფნა, ჩემი აზრით, მიშაა, მაგრამ… (თუ ვინმე სასტატიოდ დააპირებთ წაღებას, ქვეწყობილი წინადადებაა და აზრი აქ არ წყდება, ამიტომ სათაურად არ გამოდგება) სააკაშვილი ბოლო ამბებში საინტერესო ჩემთვის იმითაა, რომ თავის ჩვეულ ბუნებას აჯობა, რაც არ უნდოდა, ის გააკეთა და გააკეთა შეგნებულად და ცნობიერად.
ეს საინტერესო დეტალია ჩემთვის. თუ მან შეძლო თავის თავისათვის ეჯობნა ამ ორ სისუსტეში, რა შანსია, მან აჯობოს თავის თავს ავტოკრატიზმსა და ტირანობაში? არ ვიცი, ეს ცვლადები ცალკე გასაზომია, საკამათოა, ავტოკრატიზმი უფრო ფუნდამენტური თვისებაა ადამიანის თუ კომფორტის ფასეულობა, ტირანია უფრო ფუნდამენტური თვისებაა ადამიანის თუ შიშები? რომელი თვისება უფრო სტატიკურია თავის იერარქიულობით? – ეს არავის გაუზომია.
ჩემთვის მაინც საერთო სიბრტყეში დგას. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია საიმისოდ, როგორ შეიძლება აღიქვა სააკაშვილი წარსულს, აწმყოს და შესაძლო მომავალს შორის.
მინიმუმ, სააკაშვილი არის საინტერესო ადამიანი, რომელმაც ერთგვარად ბრძოლა გამოუცხადა თავს საკუთარ მანკიერებებსა და სისუსტეებს. საინტერესოა, თავის მენტალობის ამ ნაწილზე რას ფიქრობს? აპირებს თუ არა ამ ნაწილში თავის თავთან ბრძოლას?
ურთულეს ამოცანად მესახება, მაგრამ სააკაშვილი თუ აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც თავის მცდარ მენტალობას აჯობა და აჯობა თავის ბუნების ამ ნაწილს, ის მართლაც იშვიათი პირი შეიძლება გახდეს ბოლო ეპოქის საქართველოში.
მე, როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ, თუ მასში დავინახე ამ თვისებებზე მაღლა დადგომის უნარი, თავის ავტოკრატიზმთან, ტირანიასთან ბრძოლის და ამ თვისებებზეც გამარჯვების უნარი, შემიძლია ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი პირობა მექნება მისი მხარდაჭერისთვის, რადგან ბოლო წლებში იშვიათად ან თითქმის არ მინახავს ქართულ პოლიტიკაში ადამიანი, რომელიც მისსავით შემოქმედებითია, იდეალისტია, ენერგიული და შეუპოვარია. ჩემთვის სააკაშვილის მიუღებლობა გადის მხოლოდ მისი მენტალობის იმ ნაწილზე, რომელსაც ჰქვია ავტოკრატიზმი და ტირანია, რაც სრულად ანადგურებს მთელ რიგ მის უნიკალურ თვისებებს.
ზევითაც დავწერე, არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული იმ ყველაფერში, რაც დავწერე, თავად ვდაობ საკუთარ თავთან ცალკეულ შეფასებებზე, მაგრამ, მაინც გიზიარებთ, რადგამ საკმაოდ საინტერესოდ მეჩვენება.“
კომენტარები