• რეკლამა
  • კონტაქტი
16:46, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ФСБ -ს ყოფილმა ჯაშუშებმა აღიარეს, რომ საქართველოში სპეციალური დავალებით გამოგზავნეს – CNN

ალია ავტორი - ალია
16:51 09-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
535

CNN-ის ცნობით, მათთან ინტერვიუს დროს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ორმა ყოფილმა ჯაშუშმა აღიარა, რომ ისინი სპეციალური დავალების შესასრულებლად გარკვეული დროით საქართველოშიც იმყოფებოდნენ.

მედიის ცნობით, მიხაილ სოკოლოვი ჰყვება, რომ 2016 წელს, 19 წლის ასაკში რუსეთის კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. სწორედ მაშინ მოხვდა ФСБ-ს ყურადღების ქვეშ. რადგან იგი სავალდებულო სამხედრო სამსახურს არიდებდა თავს, პირობა წაუყენა- ან დათანხმდებოდა თანამშრომლობაზე, ან მოხვდებოდა ციხეში 2 წლით. სოკოლოვი თანამშრომლობას დათანხმდა.  იგი ჰყვება, რომ 2017 წელს ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ მოძრაობიდანაც ინფორმაციას ФСБ-ს აწვდიდა.

მისივე თქმით, იგი ФСБ-მ საქართველოში გამოგზავნა დავალებით, რომ ეთვალთვალა და ინფორმაცია მოეგროვებინა საქართველოში მცხოვრებ და დასაქმებულ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთიდან რეპრესიებს გაექცნენ.

იგი ჰყვება რომ დავალებებს 5 წელი ასრულებდა.

მეორე ჯაშუში ვსევოლოდ ოსიპოვია. ის 2021 წელს, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს, 19 წლის ასაკში და ჯაშუშობაზე დაითანხმეს. ჰყვება, რომ ისიც საქართველოში გამოგზავნეს, რათა თვალყური ედევნებინა რუსეთის მოქალაქეებისათვის და მათი შეხედულებებისთვის, განსაკუთრებით უკრაინის ომზე და იმაზე, თუ როგორ ეხმარებოდნენ სხვა ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკრაინელ ლტოლვილებს.

სოკოლოვი და ოსიპოვი ახლა ნიდერლანდებში ითხოვენ თავშესაფარს.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved