• რეკლამა
  • კონტაქტი
22:22, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუტემ NATO-ს წევრებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3.5%-მდე გაზრდისკენ მოუწოდა – Reuters

ალია ავტორი - ალია
22:52 05-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

Reuters-ის ინფორმაციით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3.5%-მდე და დამატებით 1.5%-ის დახარჯვა თავდაცვასთან დაკავშირებულ სხვა პროდუქციაზე.

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ალიანსის წევრებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ აქტიურად მოუწოდებს. ტრამპი მიიჩნევს, რომ NATO-ს წევრები მშპ-ს 5%-ს უნდა ხარჯავდნენ თავდაცვაზე.

ტრამპის პოზიციას იზიარებს ალიანსის გენერალური მდივანიც.

21 თებერვალს, რუტემ სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიწოდებით მიმართა.

“გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები. თუ ჩემს ზარებს არ უპასუხებთ, შეიძლება ზარები ძალიან სასიამოვნო ვაშინგტონელი კაცისგან მიიღოთ, რომელსაც, ასე ვთქვათ, შესაძლოა მეტი დროის შეზღუდვა აქვს იმაზე, თუ რისი მიღწევაც სურს” – თქვა რუტემ.

რუტემ აღნიშნა, რომ მუდმივ კომუნიკაციაშია ამ ქვეყნებთან, რომ მათ მომავალი ზაფხულის ჰააგის NATO-ს სამიტისთვის თავდაცვის დახანარჯების 2%-იან ნიშნულს მიაღწიონ.

შედეგად, ესტონეთის მთავრობამ თავდაცვის ხარჯვის გასაზრდელად მრავალმილიარდიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-ს გადააჭარბებს.

ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ ბრიტანეთი 2027 წლისთვის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 2.7%-მდე გაზრდის, რაც გულისხმობს, რომ 2027 წლიდან დიდი ბრიტანეთი თავდაცვაზე 13.4 მილარდი ფუნტით მეტს დახარჯავს. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობა “ცივი ომის დასრულებიდან დღემდე თავდაცვის ხარჯების უდიდეს ხანგრძლივ ზრდას დაიწყებს”.

ხოლო საფრანგეთში გაზეთ La Tribune Dimanche-ის დაკვეთით Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა თავდაცვის ხარჯების ზრდას ემხრობა მაშინაც კი, თუ ეს ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთანაა დაკავშირებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved