• რეკლამა
  • კონტაქტი
02:54, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსულმა პროპაგანდამ ისე წარმოადგინა თითქოს პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აღარ გადავცემო, არადა…” – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
02:13 09-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
253

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

“2023 წლის 20-21 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:

– რობოტინეს პლაცდარმის ირგვლივ უკრაინელები შეტევას აფართოებენ. ამ ყველაფრის ფონზე კი რუსები იძულებულნი არიან შეტევის მთელს პერიმეტრზე მაქსიმალურად დიდ ცოცხალ ძალასა და ტექნიკას მოუყარონ თავი. ეს კი ორ რეალობას ქმნის: 1. დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა პატარა მონაკვეთზე დიდი რაოდენობით შედარებით მარტივი სამიზნის არსებობას ქმნის; 2. უკრაინელებს საშუალებას აძლევს ამ სექტორის მიღმაც გააქტიურდნენ – რუსებმა სხვა ადგილებიდანაც კი გადმოისროლეს პროფესიონალი სამხედროები ამ სექტორის დასაცავად. მიუხედავად დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ნაწილების თავყრილობისა უკრაინელები ახერხებენ წინსვლას.

– ბოლო 48 საათია ყირიმი ინტენსიური სარაკეტო და დრონებით შეტევის ქვეშაა მოქცეული. გუშინ დაიბომბა რუსული საზღვაო ძალების სამეთაურო შტაბი სევასტოპოლის სიახლოვეს. პუნქტი სრულად განადგურდა. მას რამდენიმე Storm Shadow ესროლეს. დღეს მეორედ დაიბომბა სევასტოპოლი. ამჯერად სამიზნე უცნობია, მაგრამ დაბომბვას დიდი აფეთქება მოჰყვა.

წუხანდელი იერიშებიდან კი საკის სიახლოვეს ასაფრენი ბილიკი დაიბომბა. რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ცენტრალურ ყირიმშიც აქტიურად მუშაობდა. შესაბამისად, უკრაინული იერიშების დაფარვა მთელი ნახევარკუნძულის მიმართულებით განხორციელდა.

– რუსების მხრიდან აქტიური საარტილერიო დაბომბვა მიმდინარეობს უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხერსონის ოლქში. როგორც ჩანს რუსები უკრაინელთა მასირებულ შეტევას ვარაუდობენ ივნისში ანტონოვის ხიდის სიახლოვეს შექმნილი უკრაინული სამხედრო პლაცდარმიდან და ამის პრევენცია უნდათ.

– სოჭის ნავთობტერმინალის ნაწილი აფეთქდა და დაიწვა. ოფიციალური მიზეზი არ არის ცნობილი, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით მას უკრაინული დრონი დაეცა. ამ ფონზე ისედაც გართულებული საწვავის მიწოდების მდგომარეობა რუსეთის შიგნით კიდევ უფრო დამძიმდება. სწორედ ამიტომ, დღეს რუსეთის ხელისუფლების განკარგულებით ბენზინისა და დიზელის ექსპორტი უცხოეთში აიკრძალა. ამით კრემლი ბენზინსა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე ფასების ავარდნასა და ამით გამოწვეულ შოკზე და შიდა ბაზრის თუ სამხედრო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე აკეთებს გათვლას. ვნახოთ რა გამოუვა.

– პოლონეთსა და უკრაინას შორის ხორბლის გატანის საკითხზე ურთიერთობები გარკვეულწილად დაიძაბა. როგორც ადრეც ვისაუბრეთ, პოლონეთს არ სურს უკრაინული ხორბლის მიღება, რადგან ეს ადგილობრივი ხორბლის ფასს გააუფასურებს, ხოლო ფერმერები მთავრობის წინააღმდეგ გამოვლენ. იმ ფონზე, რომ პოლონეთის ხელისუფლება ფერმერებზე დგას და არჩევნები რამდენიმე კვირაში ტარდება ეს უმნიშვნელო საკითხი არაა. ამ ფონზე რუსულმა პროპაგანდამ ისე წარმოადგინა თითქოს პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აღარ გადავცემო. არადა პრემიერმა მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისათვის რისი გადაცემაც შეეძლო პოლონეთს უკვე გადასცაო და ახლა ამ ძველი იარაღის ჩანაცვლება და პოლონეთის გადაიარაღება უმთავრესი პრიორიტეტი იქნებაო.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved