რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული საარტილერიო სისტემა HIMARS არ ახდენს “მნიშვნელოვან გავლენას” რუსეთის არმიის წინააღმდეგ.
შოიგუმ მოსკოვის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ამ ბოლო დროს HIMARS-ის მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემები და შორი დისტანციის ჰაუბიცები “დასავლელებმა დააწინაურეს სუპერ იარაღის როლში, მაგრამ, მათ (HIMARS) არ მოუხდენიათ მნიშვნელოვანი გავლენა სიტუაციაზე. თუმცა, რუსულმა იარაღმა დაადასტურა მისი საუკეთესო თვისებები ბრძოლებში”, – თქვა შოიგუმ, cnn–ის ცნობით.
კონკრეტულად რომელ რუსულ იარაღს გულისხმობს შოუგო და რომელ ბრძოლას – უცნობია.
კომენტარები