უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს:
“შესაძლებელია თუ არა რუსული ტერორის შეჩერება? დიახ. შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება სხვანაირად, ვიდრე უკრაინის ბრძოლის ველზე? სამწუხაროდ, არა. ეს შეიძლება და უნდა გაკეთდეს ჩვენ მიწაზე, ჩვენ ცაზე, ჩვენ ზღვაში.
რა არის საჭირო ამისათვის? იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი მეომრები. მთელმა მსოფლიომ იცის, როგორ უნდა შეაჩეროს ისინი, ვინც სიკვდილს თესავს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამაში გვეხმარება”
კომენტარები