• რეკლამა
  • კონტაქტი
17:40, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული – 35 წელი 9 აპრილიდან

ალია ავტორი - ალია
15:16 04-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა.

დღეს, 9 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, არასამეწარმეო იურიდიული პირების, საზოგადოების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ამ დღესთან დაკავშირებით, 9 აპრილის სკვერში ღონისძიება გაიმართა, სკვერი ტიტებით შეიმკო.

ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქართული საგალობლები შეასრულეს ანსამბლებმა “ბედინერამ” და “მამულმა”. მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს მოსწავლეებმა.

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნასთან დაკავშირებით, სოფელ ნაგურუს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ილია სარიამ პანაშვიდი გადაიხადა.

შემაჯამებელი ღონისძიება წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში გაგრძელდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ხარჩილავა, მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ნუნუ შანავა, საზოგადოების წარმომადგენლები.  ღონისძიება დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

9 აპრილთან დაკავშირებით , გიორგი ხარჩილავამ როგორც ცხრა აპრილის მოვლენების ერთ–ერთმა მონაწილემ გაიხსენა თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები, რომელსაც 21 უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, როგორ მოიწამლნენ ადამიანები გაზით და როგორი იყო ზოგადად რუსული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული.

“ეს თარიღი თავისუფლებისთვის ბრძოლის განუყოფელ და უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევა საქართველოში. მადლობა თავისუფლებისათვის ყველა იმ გმირს რომელმაც თავისუფლება გვაჩუქა” – აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved