• რეკლამა
  • კონტაქტი
22:33, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსული რუბლი და რუსული აქტივები უფასურდება, ცენტრალურმა ბანკმა უცხოური ვალუტის შეძენა შეწყვიტა

ალია ავტორი - ალია
14:20 01-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბული ვითარების გამო, საერთაშორისო სავალუტო ბირჟებზე რუბლი სწრაფი ტემპით უფასურდება. 25 იანვარს ერთი ამირკული დოლარის ღირებულებამ 79 რუბლს მიაღწია, რაც ბოლო 14 თვის გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესანელებლად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უცხოური ვალუტის შეძენის პროცესი დროებით შეაჩერა. ბანკის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირება რუბლზე არსებულ წნეხს შეამსუბუქებს და ვალუტის მერყეობას შეამცირებს.

როგორც წესი, ცენტრალური ბანკი რუსული გაზისა და ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს უცხოურ ვალუტაში აკონვერტირებს. მაშინ, როცა ბარელი ნავთობის ფასი 44 დოლარს აჭარბებს, ცენტრალური ბანკი რუბლს დოლარსა და ევროში ცვლის. ამჟამად ნავთობის ღირებულება 86 დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში ცენტრალურ ბანკს მნიშვნელოვანი მოცულობის ეროვნული ვალუტა აქვს გაყიდული.
 
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე, ვალუტის გარდა, რუსული აქტივებიც გაუფასურდა. MOEX Russia ინდექსის ფასი წელს 15%-ით შემცირდა, RTS ინდექსის ღირებულება კი 19%-ითაა შემცირებული.
 


ექსპერტების შეფასებით, რუბლისა და რუსული აქტივების გაუფასურების მთავარი მიზეზი უკრაინასთან არსებული დაძაბული ვითარება და სამხედრო დაპირისპირების საფრთხეა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, მაღალი ალბათობით, რუსული აქტივები და ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება.     

წყარო – ტაბულა

თეგები: რუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved