• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსული ფქვილის მთავარი ექსპორტიორი საქართველოა – 2022 წელს 5,5–ჯერ მეტი შევიძინეთ, ვიდრე 2021 წელს

ალია ავტორი - ალია
20:57 01-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
247

bm.ge–ს ინფორმაციით, რუსული ფქვილის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა კი საქართველო გახდა.

მედია, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგროექსპორტის“ ცენტრის მონაცემებზე, დაყრდნობით, წერს, რომ 2022 წლის განმავლობაში რუსეთიდან ექსპორტზე 881 ათასი ტონა ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილი გავიდა, რაც 2021 წლის მონაცემებს 3.5-ჯერ აღემატება. ფქვილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 3.9-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნია, რომ 2022 წლის აპრილიდან რუსეთიდან ფქვილის ექსპორტი ყოველთვიურად 60 ათას ტონას აღემატებოდა, ივნისიდან კი 100 ათას ტონას გადააჭარბა.

მათივე ცნობით, 25 დეკემბრის მონაცემებით, გასულ წელს ფქვილის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა საქართველო იყო. ამ მიმართულებით ფქვილის ექსპორტი რუსეთიდან 4.7-ჯერ გაიზარდა და 202 ათასი ტონა შეადგინა. ექსპორტის ღირებულება კი 6-ჯერ გაიზარდა.

რუსული ფქვილის მეორე მსხვილი შემსყიდველი ერაყი იყო, სადაც 158 ათასი ტონა გავიდა, ეს მოცულობა 2021 წლის მონაცემებს 12-ჯერ აღემატება. მესამე ექსპორტიორი ქვეყანა კი ავღანეთი იყო, რომელმაც რუსეთიდან 131 ათასი ტონა ფქვილი შეიძინა, რაც 4.9%-ით მეტია წინა წლის ექსპორტის მაჩვენებელზე.

რუსული ფქვილის TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგში თურქეთიც მოხვდა, რომელიც წინა წლებში რუსული ხორბლის შეძენას და მის გადამუშავებას ანიჭებდა უპირატესობას. აღნიშნულ პერიოდში თურქეთში რუსეთიდან 78 ათასი ტონა ფქვილის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 1 000 ტონამდე იყო. ფქვილის შემსყიდველებს შორის მეხუთე ადგილზე თურქმენეთია, რომელმაც იმპორტი 4.5-ჯერ 43 ათას ტონამდე გაზარდა.

რუსული უწყების ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში ფქვილის ექსპორტი ეგვიპტეში, უგანდაში, სენეგალსა და შრი-ლანკაში განხორციელდა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 11 თვეში საქართველომ 60.7 მლნ დოლარის ღირებულების 160 834 ტონა ფქვილი შეიძინა, რაც მოცულობით 5.5-ჯერ, ღირებულებით კი 6.6-ჯერ აღემატება 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. იმპორტირებული საქონლის 98% კი რუსულ ფქვილზე მოდის.

თეგები: რუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved