• რეკლამა
  • კონტაქტი
22:51, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსული მთავრობა რუსული წესით მოაწყობს არჩევნებს, სადაც გაიმარჯვებს დემოკრატია – ლოგიკურია ძალიან” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:23 05-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ისევ ტაქტიკაზედ და სხვის კონტექსტში საკუთარი გეგმებით ფხაკურზედ
————-
“წარმატებული მეომრები ჯერ იგებენ ომს და შემდეგ შედიან ბრძოლაში; წარუმატებლები კი ჯერ ბრძოლაში შედიან და მერე ეძებენ გამარჯვებას”
(სუნ ცზი, “ომის ხელოვნება”)
———-
1625 წლის 30 ივნისი იდგა. მაგრად ცხელოდა. იმდროინდელი მსოფლიოს ერთერთმა საუკეთესო მხედართმთავარმა ქართველთა მეფეს ურჩია არ ებრძოლა მტრის მიერ შექმნილ კონტექსტში. მარაბდის დაბლობის სიცხეში ჯაჭვის პერანგებში ჩახურებული ქართველი გლეხობა სითბურ დაკვრას მიიღებდა და ვერ გაუმკლავდებოდა აზიის ხრიოკებში გამოწრთობილ ყიზილბაშებს. გრილ, მთაგორიან კოჯორ-ტაბახმელაში სჯობდა დახვედრა. სამხედრო თათბირი ქართულ-კლასიკურად დასრულდა.
მერე გათენდა 1625 წლის 1 ივლისი.
—-
გავა წლები და კლასიკური ქართული სადღეგრძელოს სტილში კლასიკური ქართველი პოეტი დაწერს სტრიქონებს:
“თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს,
ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ: მარაბდა!”
—
ალბათ რითმის ხათრით შედგა ეს აბსურდი. მაგრამ იქნებ რითმა არაფერ შუაშია? მარაბდაზე ხომ ძმები ხერხეულიძეები იბრძოდნენ? მათი გმირობის ხარჯზე წაგებული ომით მტერს ვერ შევაშინებთ ვითომ?
“გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – წაგებულ ომში დაღუპული გმირის ნათქვამის დროშად წამძღვარება ჟრუანტელის მომგვრელია სადღეგრძელოების მოტრფიალეთათვის. მაგრამ 100 წლის წინანდელ დეჟავუ-რეალობის ცივი პრაგმატიზმისათვის ერთგვარი ირონიაცაა.
—–
ესეიგი, ვემზადებით არჩევნებისათვის. თან ვაცხადებთ რომ მთავრობა რუსულია; ანუ რუსული მთავრობა რუსული წესით მოაწყობს საარჩევნო პროცესს, სადაც ზვავივით მოწყვეტილი უპირატესობით გაიმარჯვებს დემოკრატია. ლოგიკურია ძალიან.
გიორგი სააკაძემ ბოლომდე იბრძოლა თავისთვის ალოგიკურ ომში. იბრძოლა იმიტომ, რომ სამშობლო უზენაესი კატეგორიაა ყველა მებრძოლისათვის; ლოგიკაზე უზენაესი.
ახლაც იბრძოლებენ ლოგიკოსები ალოგიკურ ომში; იბრძოლებენ იმიტომ, რომ ეს ბრძოლაც სამშობლოსათვისაა.
საკითხავი სულ სხვა რამეა.
თავადაც მიხვდებით ალბათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved