• რეკლამა
  • კონტაქტი
22:32, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსული კომპანიებისთვის, რომლებიც “გულწრფელად ბიზნესის საკეთებლად მოდის, მწვანე შუქი უნდა იყოს ანთებული” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
13:25 03-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

“კლასიფიკაცია უნდა ხდებოდეს იმ რუსულ კომპანიებს შორის, რომლებიც საქართველოში ბიზნესს არეგისტრირებენ. ვინც გულწრფელად, ბიზნესის საკეთებლად მოდის, ძალიან მკაფიოდ, მწვანე შუქი უნდა იყოს ანთებული“. – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

“მშვიდობიან პერიოდში ქვეყნის ბაზარი გახსნილი უნდა იყოს ყველა მიმართულებით კაპიტალის შემოდინების თვალსაზრისით, მაგრამ როდესაც საომარი ვითარებაა, რუსული კომპანიების რეგისტრაცია მიმდინარეობს და არ არის არანაირი ხედვა ამაზე, ეს დაუშვებელია. როდესაც რუსული კომპანიები აქ რეგისტრირდებიან, მათი წინა საქმიანობა უნდა იყოს შესწავლილი, უნდა წარმოადგინონ აუდიტორული დასკვნები, უამრავი სხვა პროცედურა გაიარონ, რათა ეს კომპანიები სხვადასხვა მიზნისთვის არ გამოიყენონ. ხოლო მათთვის, ვინც გულწრფელად, ბიზნესის საკეთებლად მოდის, ძალიან მკაფიოდ მწვანე შუქი უნდა იყოს ანთებული. მაგრამ არ ხდება კლასიფიკაცია, ვინ რისთვის შემოდის,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება შესაძლო რისკებისთვის არ ემზადება, ეს ძალიან სახიფათოა.

“როდესაც ხელისუფლება არ ემზადება შესაძლო რისკებისთვის, ეს ძალიან სახიფათოა, ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ანტიკრიზისული პროგრამა, თუ ასეთი საჭიროება დადგა. ეს ეხება ყველაფერს – ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ჩვენი მიმართულებით შესაძლო შემოტევას, ეკონომიკურ მდგომარეობას, ლარის სტაბილურობას და უამრავ სხვა საკითხს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მსგავსი მსჯელობები არ მიდის და საზოგადოებამ ამის შესახებ არ იცის. ეს ძალიან ცუდია,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებსა და უსაფრთხოების ექსპერტებს შორის დისკუსიაზე, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.

„ჩვენმა პარტიამ კონფლიქტის დაწყებისთანავე მოუწოდა ხელისუფლებას, რომ უსაფრთხოების საბჭო მოიწვიონ, შემოიღონ დროებითი სავიზო რეჟიმი, შემოიღონ რეგულაციები ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციული ბანკებისთვის, როგორ უნდა იმოქმედონ ამ მდგომარეობაში. ასევე, დაიდოს ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამა. ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ სპეციალისტებთან“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved