• რეკლამა
  • კონტაქტი
20:45, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადების შემდეგ, ირმა სოხაძეს გადაცემა დაუხურეს

ალია ავტორი - ალია
16:11 05-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,332

რუსული კანონის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ირმა სოხაძეს გადაცემა დაუხურეს.

post tv ს თანამშრომელი და “პოსტ ალიონის” წამყვანი ანა ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა კომენტარი “არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილებოდა ერთი წლის შემდეგ”, რის შემდეგაც post tv-ის ხელმძღვანელობამ აუხსნა, რომ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა.

ამილახვარის თქმით, გუშინწინ გაიგო, რომ სხვებსაც გაუწყვიტეს თანამშრომლობა და გადაცემა დახურეს.

გადავწყვიტე აქ მოვყვე,  იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება და თან მხოლოდ მე არ მეხება. ჩემო მეგობრებო,  აღარ ვარ ტელევიზია post tv ს  თანამშრომელი.  მიმყავდა დილის გასართობი გადაცემა “პოსტ ალიონი”. ორი კვირის წინ,  აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ დავწერე კომენტარი, რომელიც იყო მიმართული  არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილება,  ერთი წლის შემდეგ. ზუსტად ვიცოდი რომ მალევე დამიბარებდნენ, ერთხელ მქონდ პრეცენდენტი( მერია  და კალაძე მოვნიშნე და  ამაღებინეს) მოკლედ  დაველოდე  და ისე მალე მომიხმეს გამეცინა.  ბევრი რომ არ გავაგრძელო,  ძალიან ზრდილობიანად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ  პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა. უბრალოდ  ჰუმანური პოზიციაც კი მიუღებელია.  დავიშალეთ მე ჩემს გზაზე,  ისინი თავისაზე.

გუშინ ვიგებ რომ სხვებსაც გაუწყვიტეს თანამშრომლობა. გაოცებული ვარ ამ დემოკრატიულ, სინათლით სავსე ქვეყანაში რანაირად მოხდა ასე, მაგრამ რას ვიზამთ?! ეხლა გამოხტებიან ზოგზოგიერთები ჩემს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე დიდად გული რომ შესტკივათ და მკითხავენ მანდ საერთოდ რატო მუშაოუბდიო?! არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო ამიტომ თავი შეიკავეთ გთხოვთ. 

Post tv ძალიან დიდი მადლობა გამოცდილებისთვის და იმ ერთი წლისთვის, რომელმაც საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები მაპოვნინა. დაუნახავი არ ვარ, უბრალოდ ყველაფერს ვხედავ.   მედალს კი  ერთი მხარე არასოდეს აქვს. ხო კიდევ გადავწყვიტე რაც აქამდე გამიტარებია და თვალი დამიხუჭავს ჩემი უაზროდ ფეთქებადი, მაგრამ მაინც რბილი ხასიათის გამო, აღარ გავატარო.  ასე რომ თავი შორს დაიჭირეთ ვინც ფიქრობს, რომ “პედარასტი” ვარ.????????????? ნაბიჯი ვერ გადამიდგამს თავისუფლად, ვიღაცას რო არ მიმაკერონ.   #არანაცებს #არაოცნებას  #არაძალადობას #არაუსამართლობას  #არაპარტიულად ანგაჟირებულხალხს #არაკერპთაყვანისმცემლებს  #ძალითრაღაცეებისშემოტენვას #არაბინძურპოლიტიკას 

დიდება ჩემს ქვეყანას და მის გმირებს”, – წერს ანა ამილახვარი.

უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება – ამის შესახებ ირმა სოხაძემ რამდენიმე დღის წინ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved