• რეკლამა
  • კონტაქტი
17:59, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსული კანონის პროპაგანდა დგას ორ მოკლე ფეხზე – დიღმელაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:20 04-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
560
სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი:
რუსული კანონის პროპაგანდა დგას ორ მოკლე ფეხზე
1. გამჭვირვალობა: დონორები და სამოქალაქო ორგანიზაციები არ ასაჯაროებენ დაფინანსებას.
2. სუვერენიტეტი: ადრე მოსკოვი გვიბრძანებდა, ახლა ბრიუსელი გვიბრძანებს.
მარტივი კონტრარგუმენტები:
1. დონორების დაფინანსება ისედაც გამჭვირვალეა: მიზნობრიობა როგორც წესი ქვეყნდება მიმღები ორგანიზაციის საიტზე, ამასთანავე არსებობს სპეციალურ რეესტრშიც.
ამასთან, თითოეული ტრანზაქციის შესახებ დაწვრილებით მოეხსენება შემოსავლების სამსახურს.
ბუნებრივია, ყოველთვის არის სივრცე მეტი გამჭვირვალობისთვის, თუმცა ამის მისაღწევად არ გჭირდება ვინმესთვის აგენტის დარქმევა, უკვე არსებული კანონმდებლობის გაფართოება უამისოდაც შეიძლება.
2. მოსკოვის და ბრუსელის შედარება, რუსებისა და დასავლეთის ერთი სიტყვით – უცხოებად მოხსენიება აჩვენებს, რომ ხელისუფლება მტერსა და მოყვარეს ვერ და არ არჩევს.
საბჭოთა კავშირში საქართველო თვითნებურად არ შესულა, საბჭოთა კავშირმა საქართველო დაიპყრო. ამ დანაშაულის შერბილება რუსობაა.
ევროკავშირში ჩვენ თვითნებურად შევდივართ, რაც ნიშნავს თანხმობას თამაშის საერთო ევროპულ წესებზე, რა თანხმობაც განაცხადეს გერმანიამ, საფრანგეთმა და სხვებმა.
რუსული კანონი ამ თამაშის წესებთან წინააღმდეგობაში მოდის. მივდივართ ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე და ვეუბნებით, ჩვენ ბურთს ხელით ვატარებთ, ჩვენი ხელია და რასაც გვინდა იმას ვიზამთ, სხეულის სუვერენიტეტს არ დავთმობთო. ისინი გვეუბნებიან, ჩვენ ეგრე არ ვთამაშობთო
(ფარა და ფრანგული კანონი მოაქვთ, რომელთაგან ა) არცერთი არ არქმევს ვინმეს აგენტს, განურჩევლად ორგანიზაციის საქმიანობისა; ბ) არ ათანასწორებს მტერს და მოყვარეს – რუსულ და ჩინურ გავლენეზეა ფოკუსირებული; გ) სამიზნეში არ იღებს არასამთავრობოებს; დ) არ გულისხმობს დანოსის საფუძველზე ორგანიზაციაში იუსტიციის სამინისტროს შესვლას და პირადი ინფორმაციის დაუფლებას. ასეთ რაღაცებს წინ გამოძიება და ორდერი უნდა უსწრებდეს და არა პავლიკ მოროზოვის ჟანრის ბელეტრისტიკა)
მოსკოვმა წაგვართვა დამოუკიდებლობა – მამულიც, ენაც, სარწმუნოებაც.
ამ დროს ევროკავშირი ყველა წევრს აძლევს ვეტოს უფლებას, რითიც ყველა პატარა “სუვერენიტეტდაკარგულ” ქვეყანას შეუძლია ამხელა სუპერძალის ნებისმიერი გადაწყვეტილება გააჩეროს და ამის მაგალითებიც გვინახავს.
ევროკავშირში დაცულია ყველა ქვეყნის კულტურა და ეროვნული იდენტობა, განსხვავებით მოსკოვის სატელიტებისგან, რომლებიც გაჭრილი ვაშლებით ემსგავსებიან ერთმანეთს.
ჯერ წევრი არ ვართ და მივიღეთ მილიარდობით დახმარება იმისათვის, რომ აღგვედგინა და გაგვეძლიერებინა რაც რუსეთმა წაგვართვა.
საქართველოს სუვერენიტეტის მტერი არის ოფიციალური მოსკოვი, რომელიც რამდენჯერმე გვეომა, დაგვიპყრო და ერის საუკეთესო ნაწილი გაგვიჟლიტა და არა ოფიციალური ბრუსელი, რომელსაც არასოდეს არ დაუპყრია, არც თავს დასხმია.
ჩვენი სუვერენიტეტისთვის მთავარი საფრთხე არის დასავლეთისგან იზოლაცია და რუსეთის მუდმივი და უწყვეტი აგრესიის პირისპირ მარტო დარჩენა, რასაც რუსული კანონი ხელს უწყობს.
არ დაუჯეროთ თანამედროვე ორჯონიკიძეებსა და ფილიპე მახარაძეებს. ისინიც ხალხის ინტერესის სახელით მოქმედებდნენ, დასავლეთის აგენტებად ნათლავდნენ და ანადგურებდნენ ერის საუკეთესო ნაწილს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved