• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსული კანონის მიღება საქართველოს შეუქცევადად დააყენებს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე – SJC

ალია ავტორი - ალია
20:51 04-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
139

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” Freedom House ანგარიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ანგარიშში გაკეთებულმა დასკვნებმა უფრო ცხადი გახადა ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ქვეყანა რუსული კანონის მიღების შემთხვევაში აღმოჩნდება.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ახლახან გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში “ქვეყნები გარდამავალ პროცესში” (Nations in Transit), რომელიც აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალური აზიამდე რეგიონის 29 ქვეყანაში 2023 წელს დემოკრატიის მდგომარეობას აღწერს. ანგარიშის მიხედვით, რეგიონში დემოკრატიული მმართველობის ხარისხი 2023 წელსაც გაუარესდა: ევრაზიულმა ავტოკრატიულმა რეჟიმებმა გააძლიერეს თავდასხმა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე, ხოლო  ევროპულ  ჰიბრიდულ რეჟიმებში ავტორიტარულმა ტენდენციებმა იოლად გადაწონა ბოლო წლებში მოპოვებული დემოკრატიული მიღწევები.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში არსებული 11 ჰიბრიდული რეჟიმიდან დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი მხოლოდ უკრაინამ განიცადა. Საქართველოს მდგომარეობა უცვლელი დარჩა, თუმცა იგი უნგრეთსა და სერბეთთან ერთად კლასიფიცირდა, როგორც ავტოკრატიზაციისკენ მიდრეკილი ჰიბრიდული რეჟიმი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო, უნგრეთსა და სერბეთთან ერთად, ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბების გზაზე დგას. ანგარიშის მიხედვით, ეს იმით აიხსნება, რომ ძირითადმა დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა, მათ შორის მედიამ და სასამართლომ, გადააჭარბეს ჰიბრიდული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პოლიტიზირების დონეს და დაქვემდებარებულნი არიან მმართველი პარტიის ინტერესებს. Freedom House-ის მეთოდოლოგიის მიხედვით, ნახევრად კონსოლიდირებული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია “დომინანტური ძალის პოლიტიკა”, რაც გულისხმობს, რომ ოპოზიციას ან სამოქალაქო საზოგადოებას აქვს გარკვეული სივრცე მოქმედებისთვის, თუმცა მმართველ პოლიტიკურ ძალას შეუძლია თავიდან აიცილოს ნებისმიერი ცვლილება ხელისუფლებაში.

ანგარიშში საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან მოვლენად არის მოხსენიებული 2023 წლის მარტის მოვლენები, როდესაც ქვეყანამ შეძლო, მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის დამსახურებით, თავიდან აეცილებინა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის თავისუფლების შემზღუდავი “უცხოეთის გავლენის აგენტების” შესახებ “რუსული სტილის” კანონის მიღება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ როდესაც საშინაო და საერთაშორისო წინააღმდეგობა სათანადოდ ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმები შეიძლება დათმობაზე წავიდნენ კონკრეტულ საკითხებზე, როგორც ეს 2023 წლის მარტში საქართველოში მოხდა. Freedom House აღნიშნავს, რომ სწორედ შეკრების უფლების ეფექტური რეალიზაციის  შესაძლებლობა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად ფიზიკური ძალადობის იშვიათად გამოყენება განასხვავებს ჰიბრიდულ რეჟიმს ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმისგან.

ანგარიშში გაკეთებული დასკვნების მიხედვით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ 2024 წელს “რუსული კანონის” მიღება საქართველოს შეუქცევადად დააყენებს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე და განუსაზღვრელი ვადით შეზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივას. სწორედ ამიტომ, “ქართულმა ოცნებამ” პატივი უნდა სცეს 2023 წლის საზოგადოებრივი პროტესტის მონაპოვარს და საბოლოოდ თქვას უარი  კანონპროექტის მხარდაჭერაზე.” აცხადებს ორგანიზაცია. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved