• რეკლამა
  • კონტაქტი
04:29, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსული კანონის გაუქმება, პენსიების გაზრდა და ევროკომისიის დათქმების შესრულება – ხაზარაძემ 3 ნაბიჯი დაასახელა

ალია ავტორი - ალია
21:13 10-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
416

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ის სამი ნაბიჯი დაასახელა, რომელსაც ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანება ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 კვირის განმავლობაში გადადგამს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ძლიერი საქართველოს” ხელისუფლება პარლამენტთან ერთად იმუშავებს იმაზე, რომ რუსული კანონი დაჩქარებული წესით გაუქმდეს.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “ძლიერი საქართველოს” ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში ასევე დაიწყებს 9-პუნქტიანი გეგმის განხორციელებას, რათა  ევროკომისიის მოთხოვნები ორგანიზაციის წევრობისთვის შესრულდეს.

პირველი სამი კვირის განმავლობაში ჩვენ გავაუქმებთ რუსულ კანონს, რათა დავასრულოთ რუსული რეპრესიები ჩვენს ხალხზე და ხელახლა გავხსნათ გზა ევროკავშირის წევრობისა და ევროპული მომავლისკენ”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძის ცნობით, პირველი სამი კვირის განმავლობაში “ძლიერი საქართველოს” ხელისუფლება უზრუნველყოფს ბიუჯეტს, რომელიც პენსიას 1 000 ლარამდე გაზრდის.

თუ “ძლიერ საქართველოს” ექნება მომავალი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა, აქ გათვალისწინებული იქნება კოალიციური შეთანხმების ელემენტი, რომ ყველა კოალიციური პარტნიორი მხარს დაუჭერს ბიუჯეტის პარამეტრების შეცვლას, რათა პენსიის 1,000 ლარამდე გაზრდა შესაძლებელი იყოს.

პირველი სამი კვირის განმავლობაში ჩვენ ხელახლა გამოვიტანთ საპარლამენტო კენჭისყრაზე ანაკლიის პორტის ტენდერის საკითხს და ავკრძალავთ ყველა დასავლეთის მიერ სანქცირებულ კომპანიას – მაგალითად, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერის ჩინურ სახელმწიფო კომპანიას, რომელსაც კორუფციისა და სკანდალების მთელი ისტორია აქვს“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, “ძლიერი საქართველოს” ხელისუფლება იმუშავებს პარლამენტთან ერთად, რომ გამოიყენოს დაჩქარებული ზომები კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შესატანად, რათა ხელახლა გამოცხადდეს ანაკლიის პროექტის ტენდერი.

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ეროვნულ სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ დასავლელი პარტნიორების მიერ სანქცირებული კომპანიები – კორუფციის, გარემოს დაზიანების, დასაქმებულთა უფლებების დარღვევის თუ სხვა მსგავსი დარღვევების გამო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved