რუსეთი კიევზე შეტევისთვის ემზადება. რუსული არმია უკრაინის დედაქალაქს 5 კილომეტრით მიუახლოვდა. ოკუპანტები ახლა კიევის ცენტრიდან 15 კილომეტრის მოშორებით დგანან.
ბირთვული ტერორიზმის ახალი აქტი განხორციელდა ხარკოვზეც. დაბომბილია ბირთვული კვლევის ინსტიტუტი. შენობაში ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორი იყო განთავსებული. ამ ფონზე უკრაინამ ჩერნობილზე კონტროლი სრულად დაკარგა და ატომურ ელექტროსადგურთან კომუნიკაციას ვეღარ ახერხებს. ფაქტს მარიუპოლის მერი გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთი აკრძალული იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა.
კომენტარები