“რუსული არმია უკრაინაში შეჭრისთვის ცუდად მოემზადა, ისინი კიევს ასე მარტივად ვერ აიღებენ” – ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სპიკერმა პასკალ იანიმ ფრანგული ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსული არმია უკრაინაში უამრავ სირთულეს აწყდება, ასევე, პრობლემები აქვთ ლოგისტიკურ და დაზვერვის სფეროში.
“შესაძლებელია, რომ კიევზე თავდასხმა უახლოეს დღეებში განხორციელდეს, მაგრამ რეალურად, კიევზე კონტროლის აღება სულ სხვა საკითხია და ამას დიდი, ძალიან დიდი დრო დასჭირდება.“ – ამბობს პასკალ იანი.
კომენტარები