• რეკლამა
  • კონტაქტი
04:19, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვა საქართველოდან 100-მდე აბიტურიენტს სურს” – TASS

ალია ავტორი - ალია
18:42 10-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
246

2024-2025 წლის  სასწავლო წლისთვის  რუსულ უნივერსიტეტებში ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული კვოტით ჩასარიცხად საქართველოდან განაცხადი 100-მდე აბიტურიენტმა წარადგინა. ინფორმაცია TASS-ს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციამ მიაწოდა. TASS-ის ცნობით, დარჩენილია კიდევ  100 ადგილი.

“საქართველოდან აბიტურიენტებს არჩევანს რუსეთის ნებისმიერ უნივერსიტეტს შორის სთავაზობენ. ამ ჩამონათვალში ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი არ შედის”, – წერს გამოცემა.

როგორც რუსეთის ინტერესთა განყოფილებაში აცხადებენ, საქართველოში მყოფი აბიტურიენტები, ძირითადად, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებს ირჩევენ, თუმცა მოთხოვნა არის ყაზანის, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟისა და ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებზეც.

პროპაგანდისტული გამოცემა სექციაზე დაყრდნობით წერს, რომ  საქართველოდან აბიტურიენტების ტოპ სპეციალობებს შორის მედიცინა, ენათმეცნიერება, IT-სპეციალობები, სამართალი, ეკონომიკა, ინჟინერია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებები და მშენებლობაა.

“დღეს საქართველოს კვლავ სჭირდება მაღალკვალიფიციური, ინტელექტუალური სპეციალისტები, ამიტომ მომავალ სტუდენტებს ვურჩევთ, ყურადღება სამშენებლო, მედიცინის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროს სპეციალობებს მიაქციონ”, – აცხადებენ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში.

აღსანიშნავია, რომ TASS არ აკონკრეტებს 100 აბიტურიენტს შორის არიან თუ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

ოკუპანტი რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობს.  რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე  2024-2025 სასწავლო წლისთვის მისაღებად კონკურსი  1-ელ სექტემბერს დაიწყო და 1-ელ ნოემბერს დასრულდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.

წყარო – BM.GE

თეგები: რუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved