ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, გელა გოჭოშვილმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, უკანონო პატიმრობისას მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
გელა გოჭოშვილი ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი საზღვრის უკანონო კვეთას და კონტრაბანდას ედავებოდა.
“ფიზიკური ძალადობა არ მომხდარა. მედავებოდნენ კონტრაბანდას, მაგრამ ვერაფერი დამიმტკიცეს. სხვა დაკავებულებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. რუსულ სამხედრო ბაზაში შევედით და იმ დღესვე ციხეში გადამიყვანეს. სასამართლო მქონდა, მომისაჯეს 1 წელი, მერე გავასაჩივრეთ. მერე საქართველო ჩაერია, უცხოელებიც ხომ გვეძებდნენ და ჩამოგვიქვეითეს 6 თვე. კონტრაბანდას მედავებოდნენ, 3 კოლოფი სიგარეტი მქონდა”, – თქვა გელა გოჭოშვილმა.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა გელა გოჭოშვილი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან 14 აგვისტოს გაიტაცეს. მან უკანონო პატიმრობაში 4 თვე გაატარა.














კომენტარები