• რეკლამა
  • კონტაქტი
06:08, ხუთშაბათი, 5 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსულ ოფიციალურ წრეებში გაცოფება გამოიწვია ანკარის ფასილიტაციით გამართული მოლაპარაკების ფარულმა შედეგებმა” – კემულარია

ალია ავტორი - ალია
21:25 07-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,114
ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
სულ უფრო ცხადი ხდება რომ, ბაქოს და მოსკოვს შორის მიმდინარე დრამატული პოლიტიკური დაპირისპირება, პირდაპირ კავშირში არის რამდენიმე დღის უკან—ანკარაში გამართულ ფაშინიანის და ალიევის მოლაპარაკებასთან!
რუსულ ოფიციალურ წრეებში გაცოფება გამოიწვია ანკარის ფასილიტაციით გამართული ამ
მოლაპარაკების ფარულმა შედეგედმა—ზანგეზურის დერეფანზე შეთანხმებამ მოსკოვის
სრულად თამაშგარედ დატოვების გარეშე!!!
კრემლის განსაკუთრებული გაღიზიანება
გამოიწვია მისთვის კატასტროფული ამ შეთანხმების უკან, ბრიტანეთის “ყურების”
გამოჩენამ…
ხვალ თურქეთის პრეზიდენტი ჩადის ბაქოში!
გასაგებია რომ, არა მოსკოვის ინტერესების
მხარდასაჭერად….
კრემლს ზუსტად შეურჩიეს მომენტი, როდესაც მას უკრაინასთან დამანგრეველი ომი უსაშველოდ გაუჭიანურდა…ზანგეზურით და სამხრეთ კავკასიის საკითხით დაინტერესებული ირანი, ისრაელთან 12 დღიანმა ომმა დაასუსტა და ომში ვერდახმარების გამო რუსეთ-ირანის კავშირიც დაზიანდა..
რუსეთ-ირანის მესამე მოკავშირე—ჩინეთსაც, ამ მომენტში, ზანგეზურისთვის არ სცალია…ამერიკამ გუშინ მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას—ჩინეთისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი— აშშ წარმოების მიკროსქემების კომპონენტების მიწოდებაზე სანქციების მოხსნის შესახებ!!! საპასუხოდ-ჩინეთი დათანხმდა კრიტიკული მეტალების მიწოდების სრულად აღდგენას!!!
“ევროპა დაშლილია”—რუსული ნარატივი მცდარი აღმოჩნდა… უკრაინაში შეჭრამ, ევროპა, როგორც არასდროს ერთიანი გახადა… ნატოს ბოლო სამიტმა მსოფლიოს დაანახა რომ, ტრამპი ნატოს გვერდით დგას… ბრიტანეთი-ევროკავშირის ურთიერთობაც განმტკიცდა…
რუსეთი სერიოზულად დადგა სამხრეთ კავკასიის
უ ო მ რ ა დ დაკარგვის საფრთხის წინაშე და ამის
დიპლომატიურ პრელუდიად, სწორედ ბაქოსთან
განვითარებული მოვლენები შეიძლება იქცეს…
ეს ამბები პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს: ზანგეზურის მოკლე-19 კილომეტრიანი დერეფანი, პირდაპირ დააკავშირებს თურქეთს აზერბაიჯანთან—შემდგომი—შუა აზია და ჩინეთის კონტაქტის გაგრძელებით…
არ არის დაფარული რომ, თბილისის რუსულ-ირანულ ინტერესებთან კავშირის გამო, სამწუხაროდ, ანკარა-ბაქო-ერევანი აპირებენ “შიდა დერეფნის” უმნიშვნელოვანესი პროექტი, გააგრძელონ საქართველოს მონაწილეობის გარეშე!!!
რუსული წყაროები იუწყებიან რომ, ფაშინიანის და ალიევის მორიგი შეხვედრა, ზანგეზურის დერეფანზე უკვე შეთანხმებული პირობებით ხელმოწერაზე, შესაძლოა, ამ თვის ბოლოს,
ნეიტრალურ მოედანზე—ემირატებში შედგეს!!!
ნეიტრალური და აშშ მეგობარი ემირატების ჩართვა იმიტომ აშფოთებს მოსკოვს რომ, ამან
შეიძლება დააჩქაროს შეთანხმებაზე ხელმოწერა და სამხრეთ კავკასიაში სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებების განვითარება!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:37 02-04-2026
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved