რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში გაზის გამათბობელი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად მოიწამლა 29 წლის ქალი და მისი ორ მცირეწლოვანი შვილი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
დაშავებულები კლინიკა „რუსთავში“ არიან გადაყვანილები. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კომენტარები