რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის წევრი აცხადებს.
პატიმრის მამიდის განცხადებით, ოჯახს პარასკევს შეატყობინეს, რომ მსჯავრდებული იაკობ გულედანი საკანში გარდაცვლილი ნახეს.
ქალი ამბობს, რომ ცხედარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ოჯახი პენიტენციური დაწესებულების ვერსიას – სუიციდს, კატეგორიულად გამორიცხავს.
მე მამიდა ვარ. პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია. იძახიან, რომ თავი მოიკლაო, ბიჭებს უთქვამთ იქ, ტუალეტში შევიდაო, ლურსმანზე ყოფილა კაპრონის ძაფი და თავი ჩამოიხრჩოო. დილას კიდევ ყავა დაულევია. ან მოწამლეს… არ ვიცი ექსპერტებმა რა დაადგინეს და რა არა, თავს არაფრით არ მოიკლავდა, ძალადობის კვალიც აქვს, მგონი. ახლო ნათესავიც არტის, მაგასთან ერთად იჯდა ის ბიჭი… თქვენ ხომ იცით მაგათი ამბავი, აშინებენ ან რაღაცა, ისინიც ამბობენ, რომ თავი მოიკლაო. თავს არ მოიკლავდა. სამწელიწადნახევარი ციხეში იყო და თავი არ მოუკლავს და ახლა, 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა? თან ვარაუდია ახლა ეს. ციხის თანამშრომლებმა თქვეს, რომ დილით ყავა დალია, მერე ტუალეტში შევიდა და რომ შეაგვიანდა და აღარ გამოვიდა, მივაკითხეთ, კარი დაკეტილი იყო, შევამტვრიეთო და ლურსმანზე იყო ჩამოკიდებული ამ კაპრონის ძაფით, – ამბობს ვალიდა გულედანი.











კომენტარები