• რეკლამა
  • კონტაქტი
22:38, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსთავის ავტობაზრობა 848 ათასი ლარით დააჯარიმეს

ალია ავტორი - ალია
17:01 05-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
608

კონკურენციის სააგენტომ „რუსთავის ავტობაზრობა“ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო 848 276 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება 14 მაისით არის დათარიღებული, თუმცა სააგენტომ ინფორმაცია დღეს, 23 მაისს, გაავრცელა.

მოკვლევით კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ 2023 წელს რუსთავის ავტობაზრობაზე დაჯარიმებული კომპანიები (ტერიტორიის მფლობელი შპს „მიკადო ჯორჯია“ და მისი მოიჯარე შპს „რუსთავის ავტობაზრობა“, რომლებსაც ერთი მფლობელი ჰყავდათ) არასამართლიანად მაღალი ფასებით ოპერირებდნენ. საკვლევ პერიოდში კლიენტებისთვის იჯარის ფასი ორჯერ და მეტად გაიზარდა.

„აღნიშნული ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესებაში გამოიხატა“, – წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

„რუსთავის ბაზრობას“ 200-ზე მეტმა ავტოიმპორტიორმა 2023 წლის ნოემბერში უჩივლა. იმპორტიორები მიიჩნევდნენ, რომ ბაზრობის ადმინისტრაცია იყენებდა ბაზარზე დომინანტურ მდგომარეობას და მოითხოვენ გადასახადების შემცირებას.

ისინი ამბობდნენ, რომ ავტომობილებით მოვაჭრეები „რუსთავის ბაზრობას“ რამდენიმე გადასახადს უხდიდნენ:

  • საბაჟო ტერმინალამდე – ორი თვე უფასოა, შემდეგ ერთი თვის განმავლობაში კი დღეში 10 ლარი;
  • საბაჟო ტერმინალში, სადაც ბაზრის ადმინისტრაციამ გადასახადი 15 ლარიდან 10 ლარამდე შეამცირა;
  • ავტოსადგომზე, სადაც გადასახადი 7 ლარიდან 10 ლარამდე გაიზარდა.

საქართველოში რამდენიმე ავტობაზრობაა, თუმცა მათ შორის დომინანტური მდგომარეობა „რუსთავის ავტობაზრობას“ აქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved