• რეკლამა
  • კონტაქტი
06:44, სამშაბათი, 20 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

““რუსთავი 2” ჭიათურისა და ზესტაფონის მოსახლეობისაგან მოპარული ფულით ფინანსდება” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
00:11 10-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

“რუსთავი 2” ჭიათურისა და ზესტაფონის მოსახლეობისაგან მოპარული ფულით ფინანსდება. იგი წელიწადში იმაზე მეტს იღებს ფარულად, შავი ფულის სახით სახით, ამ რაიონებში მოქმედი “ჯორჯიან მანგანეზისაგან”, ვიდრე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გასული წლის ბიუჯეტი იყო.

ჭიათურის ბიუჯეტი 2024 წელს 32 მილიონ ლარს შეადგენდა. “რუსთავი 2”-ის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ტელეკომპანიის ხარჯები გასულ წელს 55 მილიონი ლარი იყო. მისი საკუთარი შემოსავლები (რეკლამებიდან და სპონსორობიდან) მხოლოდ 14 მილიონ ლარს შეადგენდა, დანარჩენი 41 მილიონი ლარი კი დამფუძნებლებმა შეუვსეს. თუ საიდან მოიტანეს ეს ფული, არსად წერია. სინამდვილეში იგი “ჯორჯიან მანგანეზის”( ზესტაფონის “ფერო” და ჭიათურის მანგანუმის საბადო) ძარცვითაა მოპოვებული. ნაცვლად იმისა, რომ ამ ფულის ნაწილი ბიუჯეტში შევიდეს, ნაწილით დასაქმებულთა ხელფასები გაიზარდოს, ნაწილი საწარმოს განვითარებას, ნაწილი კი ეკოლოგიური პრობლელების მოგვარებას მოხმარდეს, იგი სამთავრობო პროპაგანდისტული არხის კრიმინალური გზით დაფინანსებისათვის გამოიყენება.

გასულ წელსაც ( ისევე როგორც წინა წლებში) “რუსთავი 2 “ მსგავსი შავი სქემით დაფინანსდა. მისმა მეპატრონემ 31 მილიონი ლარი “ჩაასხა” ტელეკომპანიაში 2023 წელს, კვლავ ამ საწარმოდან მითვისებული ფულიდან.

როცა “რუსთავი 2”-ისთვის მხოლოდ ორ წელიწადში 72 მილიონ ლარს იპარავ “ჯორჯიან მანგანეზიდან”, რამდენს მოიპარავდნენ საკუთარი მიზნებისათვის ხელისუფლების კლანის წარმომადგენლები, ძნელი მისახვედრი არ არის. ეს თანხა ოფშირებშია გადამალული.

“ჯორჯიან მანგანეზი” უცხოელების საკუთრებაში არსებული საწარმოა, რომელსაც ათი წელია “ოცნების” კლანი მართავს ე. წ. დროებითი ადმინისტრაციის სახით. მესაკუთრეებისათვის საწარმოს ფაქტობრივი ჩამორთმევა ეკოლოგიური ზიანის ანაზღაურების საბაბით მოხდა, სინანდვილეში კი უმოწყალოდ იძარცვება და ბუნების დაცვის კუთხითაც არაფერი გაკეთებულა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ხმაურიანი სასამართო განხილვის თემა იქნება, ასეულ მილიონობით ლარის მითვისებისა და ფულის გათეთრების კუთხით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved