• რეკლამა
  • კონტაქტი
15:50, შაბათი, 2 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ალია ავტორი - ალია
10:57 12-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი კახა კოჟორიძე განმარტავს, დღეს გახდება ცნობილი, დაუბრუნდებათ თუ არა ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი.

აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო დავა თითქმის, 2 წელია მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარე ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი არიან, მოპასუხე კი, „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში.

„2004 წელს, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ზეწოლის შედეგად, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 60%-იანი წილი წაართვეს, მაშინ 30% ჯარჯი აქიმიძეს ეკუთვნოდა, 30% – დავით დვალს. ორკესტრირებული სისტემური ზეწოლის შედგეგად, რომელიც უშუალოდ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მოდიოდა, ამ ადამიანებს ეს ქონება წაართვეს. ამ პროცესში მონაწილეობდა ქიბარ ხავლაში, მაშინ ის იმჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი, მათთან დაახლოვებული, მეგობრულ კავშირში მყოფი ბიზნესმენი იყო და ხალვაში მაშინდელმა ხელისუფლებამ შეარჩია, როგორც მათთვის სანდო ადამიანი, ვისთვისაც ტელეკომპანია უნდა გადეფორმებინათ, შესაბამისად, ამ დანაშაულებრივი სქემის ფიგურანტი იყო ქიბარ ხალვაში, რომელსაც სასამართლო დავის შედეგად უკვე „რუსთავი2“ გადაუფორმეს და ამას სამართლიანობის აღდგენა დაარქვეს. იმ ადამიანზე ტელეკომპანიის გადაფორმება, რომელიც თავის დროზე დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდა, თურმე სამართლიანობის აღდგენა ყოფილა. 2012 წელს, აქიმიძემ და დვალმა, პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს, რომ გამოძიება დაწყებულიყო, თუმცა, გამოძიება ბოლომდე არ მივიდა და ბრალი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ წაუყენეს, რადგან თუკი სისხლის სამართლის კუთხით დამტკიცდებოდა დანაშაული, აქიმიძეს და დვალს ტელეკომპანიის დაბრუნება გაუადვილდებოდათ, რაც დღევანელ ხელისუფლებას არ აწყობს.

ჩვენ სამოქალაქო სარჩელი შევიტანეთ, რომლის მოთხოვნაც არის, „რუსთავი2“-ის 60% წილის აქიმიძე-დვალისთვის დაბრუნება. დღეს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ჩვენ ვართ მოსარჩელეები, დღევანდელი მესაკუთრე ქიბარ ხალვაში არის მოპასუხე.

საქმის განხილვა დასრულებულია, 2 წელია, რაც ამ საქმეზე დავა მიმდინარეობს. როცა ხალვაშმა 2015 წელს შეიტანა სარჩელი „რუსთავი 2“-ს საქმეზე, წელიწადსა და 7 თვეში ამ საქმემ სასამართლოს 3 ინსტანცია გაიარა, ეს იყო უპრეცედენტოდ სწრაფად საქმის განხილვა, ასეთი ანალოგი ქართულ სამართალწარმოებაში არ არსებობს. ჩვენი სარჩელის შეტანიდან 2 წელი გავიდა და ისევ პირველ ინსტანციაში ვართ. დღეს უნდა გავიგოთ, ამ საქმეზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, – განაცხადა კოჟორიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved