• რეკლამა
  • კონტაქტი
11:56, სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი “სმარტ სოლუშენსი” მერიამ მეთერთმეტედ დააჯარიმა

ალია ავტორი - ალია
10:46 10-06-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია “სმარტ სოლუშენსი” მერიამ მეთერთმეტედ დააჯარიმა.

ამჯერად კომპანია „სმარტ სოლუშენს“ ფულადი ჯარიმა წინა შემთხვევების მსგავსად – სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შესრულების ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჯარიმის წერილიდან ირკვევა, ფულადი სანქციის ოდენობა კვლავ 1 583 ლარია. აღნიშნულ საჯარიმო წერილში განმარტებულია, რომ 2026 წლის 27 სექტემბერს (06:33 საათზე) განხორციელებული ინსპექტირების დროს, ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე არსებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

უფრო კონკრეტულად:

  • პირველ მონაკვეთზე, რომელიც ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე ვრცელდება, ხელშეკრულება №01.01.01/30/190 2026 წლის 10 ივლისს გაფორმდა და მისი ღირებულება 7 916 674.67 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის სამსახურის №14-01262081344 დავალებით კომპანიას სამუშაოები 24 საათში უნდა ეწარმოებინა, თუმცა 27 სექტემბერს, დილის 06:33 საათზე ჩატარებულმა ინსპექტირებამ პროცესის შეჩერება დააფიქსირა. ამის გამო კომპანიას №14-0126272416 წერილით ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-იანი ჯარიმა, 1 583.34 ლარი დაეკისრა.
  • მეორე მონაკვეთზე, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე, მოქმედებს №01.01.01/30/189 ხელშეკრულება, რომლის ბიუჯეტი 5 778 105.16 ლარია. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობის დავალების მიუხედავად (წერილი №14-01262081376), 27 სექტემბერს, დილის 08:00 საათზე ინსპექტირებამ კვლავ დარღვევა გამოავლინა. შედეგად, №14-01262722440 ოფიციალური წერილით კომპანიას 1 155.63 ლარის ჯარიმა დააკისრეს.
  • მესამე მონაკვეთი თ. ჭოველიძის ქუჩიდან „მერანამდე“ (მ. კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მონაკვეთი) მოიცავს №01.01.01/30/188 ხელშეკრულებას, რომლის ღირებულებაც 6 525 272.62 ლარია. №14-01262081387 დავალების დარღვევა 27 სექტემბერს, დილის 08:09 საათზე დაფიქსირდა, რის გამოც №14-01262732486 წერილით გამოწერილმა ჯარიმამ 1 305.06 ლარი შეადგინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
ახალი ამბები

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

16:05 10-05-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

13:49 10-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved