CNN ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ კვირასთან შედარებით რუსული არმიის ზარალი თითქმის გაორმაგებულია.
აშშ-ის შეფასებით, რუსმა სამხედროებმა, უკრაინაში შეჭრიდან 13 დღის განმავლობაში გამოყენებული სამხედრო აქტივების 8%-დან 10%-მდე დაკარგეს.
აღნიშნულ ინფორმაციას, CNN -ი ავრცელებს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომელიც იცნობს დაზვერვის უახლეს მონაცემებს.
გასულ კვირას, ამერიკული დაზვერვა იტყობინებოდა, რომ რუსეთმა სამხედრო აქტივების 3%-დან 5%-მდე დაკარგა.
აშშ-ის შეფასებით, უკრაინელების სამხედრო დანაკარგებიც თითქმის იგივე რაოდენობისაა.
კომენტარები