• რეკლამა
  • კონტაქტი
14:56, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსმა ოლიგაქრებმა წლის დასაწყისიდან კრემლის აგრესიის შედეგად უკვე 32 მილიარდი დოლარი დაკარგეს — Bloomberg

ალია ავტორი - ალია
18:41 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამწვავების ფონზე უმდიდრესი რუსების ქონება მცირდება. საუბარია იმ ადამიანების ქონებაზე, რომლებიც Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანების სიაში შედიან. ბლუმბერგის ინფორმაციით, წლის დასაწყისთან შედარებით, 23 რუსი მილიარდერის ქონება $32 მლრდ-ით არის შემცირებული და ამჟამად 343 მლრდ დოლარს შეადგენს.

გეოპოლიტიკური დაძაბულობა და დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციები პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე. Bloomberg-ის ინფორმაციით, გენადი ტიმჩენკომ მიმდინარე წლის განმავლობაში საკუთარი ქონების მესამედი დაკარგა. გამოცემა წერს, რომ ტიმჩენკო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობარია. მათივე ინფორმაციით, მისი ქონების უდიდესი წილი გაზის მწარმოებელი რუსული კომპანიის, Novatek-ის წილის ფლობიდან მოდის. Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანის სიაში ის ამჟამად 10 მილიარდით 118-ე ადგილს იკავებს. აღნიშნულ ჩამონათვალში მითითებულია, რომ ტიმჩენკომ 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე $6,47 მილიარდი დაკარგა.

Novatek-ის აქციონერია ლეონიდ მიხეილსონიც, რომლის ქონებაც მიმდინარე წელს $6,23 მილიარდით შემცირდა. რაც შეეხება ლუკოილის ხელმძღვანელის ვაგიტ ალექპეროვის ქონებას, ის $3,5 მილიარდით არის შემცირებული, რაც ენერგოკომპანიის აქციების 17%-იან კლებას უკავშირდება.

ასეთია ბლუმბერგის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში შემავალი იმ ადამიანების სია, რომლებიც რუსეთის ფედერაციას წარმოადგენენ:

  1. ვლადიმირ პოტანინი — ფლობს $29,7 მილიარდს, მისი ქონება მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებულია $1,18 მილიარდით;
  2. ალექსეი მორდაშოვი — $27,6 მლრდ, კლება $1,24 მლრდ;
  3. ვლადიმირ ლისინი — $26,7 მლრდ, კლება $1,3 მლრდ;
  4. ლეონიდ მიხელსონი — $26,2 მლრდ, კლება $6,23 მლრდ;
  5. ალიშერ უშმანოვი — $21,6 მლრდ, ზრდა $329 მლნ;
  6. ვაგიტ ალეკპეროვ — $19,3 მლრდ, კლება $3,48 მლრდ;
  7. ანდრეი მეილნიჩენკო — $18,4 მლრდ, ზრდა $963 მლნ;
  8. ვიქტორ ველკსერლბერგი — $17,4 მლრდ, კლება $1,04 მლრდ;
  9. გენადი ტიმჩენკო — $16 მლრდ, კლება $6,47 მლრდ;
  10. რომან აბრამოვიჩი — $15,4 მლრდ, კლება $2,58 მლრდ;
  11. სულეიმან კერომოვი — $14,6 მლრდ, კლება $618 მლნ;
  12. მიხაილ პროხოროვი — $13,7 მლრდ, კლება $305 მლნ;
  13. მიხაილ ფრიდმანი — $12,5 მლრდ, კლება $1,47 მლრდ;
  14. ვიქტორ რაშნიკოვი — $12,4 მლრდ, კლება $1,79 მლრდ;
  15. დმიტრი რიბოლოევი — $10,8 მლრდ, კლება $233 მლნ;
  16. ვიაჩესლავ კანტორი — $9,65 მლრდ, ზრდა $621 მლნ;
  17. გერმან ხანი — $8,51 მლრდ, კლება $997 მლნ;
  18. ალექსანდერ აბრამოვი — $8,08 მლრდ, კლება $1 მლრდ;
  19. ანდრეი გურიევი — $7,61 მლრდ, კლება $297 მლნ;
  20. ლეონიდ ფედუნი — $7,49 მლრდ, კლება $1,43 მლრდ;
  21. ისკანდარ მახმუდოვი — $6,77 მლრდ, კლება $1,12 მლრდ;
  22. ალექსეი კუზმიჩევი — $6,4 მლრდ, კლება $764 მლნ;
  23. პეტრ ავენი — $5,93 მლრდ, კლება $488 მლნ.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების “დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” აღიარების შემდეგ მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით რუსეთზე დაკისრებული სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტს, სახელმწიფო ვალსა და ელიტარულ ოჯახებს. დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაწესებული სანქციები რუსეთის ხუთ ბანკსა და სამ ოლიგარქს შეეხო. სანქციებს შეუერთდა გერმანიაც, რომელმაც Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციას სანციები დაუწესა ევროკავშირმა, ავსტრალიამ, კანადამ და იაპონიამ.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved