• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსმა ოკუპანტებმა ტახტისძირიდან ქართველი სამხედრო გაიტაცეს

ალია ავტორი - ალია
19:00 08-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

კიდევ ერთი გატაცება საოკუპაციო ზონაში – რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტახტრისძირიდან გუშინ, 5 აგვისტოს საღამოს, სოფლის განაპირა ტერიტორიიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე გაიტაცეს. ის დღეს დილითვე გაათავისუფლეს.

პარალელურად, გრძელდება ამ სოფელთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ანტისაოკუოპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” წევრებმა ბორდერიზაციის მიმდინარეობის კადრები 26 ივლისს გამოაქვეყნეს, მანამდე ხელისუფლება ამ ფაქტს მალავდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ახლა მავთულხლართებს მიღმა ექცევა კიდევ 5 ჰექტარი მიწის ფართობი. მანამდე კი მარტში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართებს მიღმა მოაქციეს კიდევ 15 ჰექტარი ტერიტორია. იმ ტერიტორიებიდან, სადაც მავთულხლართები გავლებული არ არის, მოსახლეობას რეგულარულად იტაცებენ. ადგილობრივი მოსახლეობა შიშით მიწების დამუშავებას ვეღარ ახერხებენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. 

ადგილობრივი მკვიდრები ამბობენ, რომ ოკუპანტები ყოველდღიურად ამოწმებენ საზღვრებს.  

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ამჟამად ზაზა გახელაძე, რომელიც 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების ტყვეობაში სულ იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე. ოკუპანტების მიერ 3 ივლისს დააკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გატაცებული გენადი ბესტაევი უკვე მსჯავრდებულია და ორწლიან სასჯელს 2019 წლის ნოემრიდან იხდის. 

3 და 7 ივლისს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული მიხეილ და მათე ლამანძიები, ბუთხუზ კვირკვია და ტატო ზარქუა საოკუპაციო რეჟიმმა 24 ივლისს გაათავისუფლა. 

მთავარი

თეგები: თავდაცვის სამინისტროოკუპაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved