უკრაინის ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსეთი ჰუმანიტარულ დერეფნებში “სიჩუმის რეჟიმის” დარღვევას აგრძელებს.
მისი თქმით, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა. გარდა ამისა, გუშინ თავს დაესხნენ მარიუპოლში ერთ-ერთ საავადმყოფოს და 400 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს.
“რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა. ამასთან აქტიურად იბომბება ის დასახლებული პუნქტები და თავშეყრის ადგილები საიდანაც მოქალაქეებს ევაკუაცია ხდება. გუშინ ოკუპანტებმა მარიუპოლში, საავადმყოფო აიღეს და 400 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს. მათ შორის ექიმები და პაციენტები და ამ ეტაპზე საავადმყოფოს შენობიდან ინტენსიურ სროლებს ახორციელებენ. დღეს ჩვენი გუნდი ახალი ჰუმანიტარული მარშრუტების შემუშავებას აგრძელებს”, – ამბობს ირინა ვერეშჩუკი.
კომენტარები