• რეკლამა
  • კონტაქტი
22:01, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსისთვის ღორის წოდება ქსენოფობიაა” – პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი ზიზღს უღვივებს ქართველ ხალხს მტერი ქვეყნის მიმართ

ალია ავტორი - ალია
18:39 07-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,566

ქართული ოცნების გუნდის ერთ–ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი, ბაია პატარაიას განცხადებას ეხმაურება და წერს

რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობიაა.
არანაირი “რუსეთი ომს აწარმოებს” არ ამართლებს ქსენოფობიას. ბევრ ქვეყანას უწარმოებია ომი და ბევრი დღესაც აწარმოებს, სადაც ადამიანები კვდებიან, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, ეროვნებები გამოარჩიოს და ისინი ზიზღის ობიექტად აქციოს.
ეს არის, მინიმუმ, ჩვენი, ქართული მსოფლმხედველობა. ზოგადევროპულიც, წესით, ეს უნდა იყოს, ბოლო 80 წელი მაინც. სხვა შემთხვევაში, რაც ჩვენ ომები გადაგვიტანია, რამდენსაც ჩვენი ჭირი ნდომებია, ზიზღით და ბოღმით სავსე ერი უნდა ვყოფილიყავით. ასეთი ერი კი ათასწლეულებს ვერ გაუძლებდა.
ამიტომ არიან ეს ენჯეოები ქართულ საზოგადოებას აცდენილი. ამიტომ არის ის ზიზღი, სიძულვილი, შუღლი და მტრობა, რომლითაც ისინი, დღეს, ქუჩებში დაიარებიან, ასე უცხო და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის.
ქსენოფობიის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. ყველას გვახსოვს, იმავე ენჯეოების ქსენოფობიური კამპანია 2022 წელს. მაშინ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიღაცამ, ჭავჭავაძის გამზირზე, სლავური გარეგნობის ქალს, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ წლები საქართველოში ცხოვრობდა, ქვა ესროლა.
რა თქმა უნდა, ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ხოლო ბრიუსელის პრეს-სპიკერი იტყვის, რომ ეროვნების გამო ვინმესთვის “ღორის” წოდების ქსენოფობიად მოხსენიება დეზინფორმაციაა. რა დაუშლის?

“ძნ “გაბლატევდნენ” რუსები აქ და ქოცებმა “გააბლატავეს” ისინი!” – ბაია პატარაია

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved