• რეკლამა
  • კონტაქტი
13:21, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსი ტურისტი ყველაზე ცუდი ტურისტია… თავად გააქირავებენ უკვე ნაყიდ ბინებს, გადაგვყლაპავენ” – სანაია

ალია ავტორი - ალია
18:16 05-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“როგორ ცდება ყველა ის ქართველი, რომელსაც ჰგონია, ისარგებლებს რუსით და პუტინი არჩენს.
რუსს მეტი ფული აქვს, ვიდრე ქართველს.
თავადვე აფუძნებენ აქ ბიზნესს.
თავად გახსნიან ტურისტულ კომპანიებს.
თავად შემოჰყავთ საკუთარი ავტობუსებით ტურისტები და კიდევ ღმერთმა იცის, ვინ.
თავად არიან გიდებიც, რომლებიც ადგილობრივ გიდებს სამუშაო ადგილებს ართმევენ და ჩამოყვანილ რუსებს ისე უყვებიან საქართველოს ისტორიას, როგორც რუსეთს აწყობს.
თავად გახსნიან ქართულ რესტორნებს.
თავად გააქირავებენ უკვე ნაყიდ ბინებს.
გადაგვყლაპავენ.
რუსი ტურისტი ყველაზე ცუდი ტურისტია, რომელიც ნაგავს დაგიყრით ისტორილ ძეგლებთან.
ერთ დღესაც რუსის მოსამსახურე ერი გავხდებით, თუ ასე გაგრძელდა.
დაგვრჩება ერთადერთი ფუნქცია – ვუმღერებთ, ვუცეკვებთ, მწვადს შევუწვავთ.
მეტი საქმე არა აქვს რუსეთს, ქართველებზე იზრუნოს.
ჩვეულებრივი უკანა ეზო ვიქნებით, სადაც გამდიდრდებიან რუსები და ხელისუფლება, რომელსაც რაღაც წილს მიუგდებენ, რომ პოლიცია რუსების დამცველებად აქციოს, საჯარო სამსახური კი რუსების მომსახურების სექტორად.
რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსულებს აეროპორტში ტაქსის თავიანთი კომპაბიები დახვდებიან. ეს ზოგიერთს გგონიათ აქ, რომ თქვენ გაგიხსნათ პუტინმა ფრენები.
ერთ დღესაც კორპუსთან მიხვალთ და თქვენზე მდიდარი რუსი გეტყვით, რომ მან უკვე იყიდა საპარკინგე ადგილი და სადმე სხვაგან დააყენოთ თქვენი მანქანა. ხშირია უკვე ასეთი ფაქტები.
ეს ქვეყანა მათი ბიზნესი გახდება, ჩვენ კი წავალთ საზღვარგარეთ სამუშაოდ.
ვინც ამას ვერ ხვდება, მალე მიხვდება და მერე გვიანი იქნება.
სამი მილიონი ვართ. ესენი ტურისტები კი არ არიან, რომლებიც მოდიან და უკან ბრუნდებიან. ესენი ქვეყანას იპყრობენ.”
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved