ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი:
„რუსი ოლიგარქის რეჟიმმა სასწრაფოდ დათმოს უკანონოდ უზურპირებული ძალაუფლება და გამოაცხადოს ახალი არჩევნები. ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არავის მოუგია. ოპოზიციას ისევ მოვუწოდებ, ახლა მაინც დატოვონ მანდატები, ასევე მივმართავ სტრატეგიული მოკავშირე – ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ევროპის კავშირს, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ სრული ფინანსურ —დიპლომატიური სანქციები ივანიშვილის, მისი გარემოცვის, აგრეთვე მისი საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიმართ.“
კომენტარები