• რეკლამა
  • კონტაქტი
03:25, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთუმეებო, კარგად შეხედეთ, როგორ ექცევა პუტინი თავად რუსებს” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:37 03-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
298

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

უკრაინის, ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი სრულიად გათავისუფლებულია რუსი დამპყრობლებისგან! ძალიან გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვოთ, რომ ეს ქალაქი ამ ომში უკრაინელებისთვის შეიძლება იგივე აღმოჩნდეს, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირისთვის სტალინგრადი იყო.
კუპიანსკის მოსახლეობა ომის დაწყების წინ იყო დაახლოებით 35 ათასი. 2022 წელს ომის დასაწყისშივე რუსებმა მოახერხეს ქალაქის დაკავება, მაგრამ იმავე წლის სექტემბერში უკრაინელებმა გაანთავისუფლეს იგი. 2024 წლის მაისიდან რუსები იწყებენ კუპიანსკის აღების ფართომასშტაბიან ოპერაციას. ქალაქს უტევდა რუსების 170 ათასიანი დანაყოფი. სამი არმია! რუსებმა რამდენჯერმა ქალაქი აღებულად გამოაცხადეს. ბოლოს 2025 წლის 20 ნოემბერს, როცა რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა და გენრალმა კურავლიოვმა ამის თაობაზე თათბირზე მოახსენეს პუტინს და ეს ყველაფერი ტელევიზიიით გადაიცა.
სინამდვილეში, უკვე იმ დროს, რუსების ნაწილები კუპიანსკის ზოგიერთ რაიონში ალყაში იყვნენ. უკრაინელებს მიუხედავად ცოცხალ ძალაში რუსების დიდი უპირატესობისა, კონტროლი ქალაქზე სრულად არასდროს დაუკარგავთ. ნოემბერში უკრაინელების მე 13 ბრიგადის, „ქარტიის“, ტაქტიკური ჯგუფ „სკალას“ (კლდე ქართულად), გურ-ის სპეცნაწილების მიერ დაწყებულმა კონტრშეტევის შედეგად რუსების ნაწილები ქალაქში ალყაში საბოლოოდ მოექცნენ. ეს პროცესი სწორედ იმ დღეებში დაიწყო, როცა გერასიმოვმა პუტინს ქალაქის აღებაზე მოახსენა.
12 დეკემბერს კუპიანსკში, რომელშიც უკვე სამი წელია სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, ჩადის ზელენსკი და იქიდან ჩართვას აკეთებს, რასაც რუსების ისტერიკა მოყვა. ნუ, მათი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ფრონტის ხაზს საერთოდ რომ ვერ უახლოვდება ეგ ცალკე თემაა.
პუტინი, ყველაფრის მიუხედავად ჯიუტად აცხადებდა, რომ რუსულმა არმიამ „გაათავისუფლა“ როგორც კუპიანსკი, ასევ მის სამხრეთით, ქალაქ კუპიანსკ უზლოვოე. რუსების სამხედრო ხელმძღვანელობამ, იცოდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და უკრაინელების კონტრშეტევა წარმატებით მიდიოდა. მიუხედავად ამისა, მათ არ მისცეს თავიანთ ნაწილებს ქალაქის დატოვების უფლება. არაფერმა არ გაჭრა, არც რუსი სამხედრო ზეტ-კორესპოდენტების მოწოდებებმა, არც კუპიანსკში ჩარჩენილი ჯარისკაცების მშობლების მიმართვებმა პუტინისადმი, დაერთო სამხედრო ნაწილებისთვის ქალაქის დატოვების უფლება და გადაერჩინა მათი შვილები. როგორც ჩანს, რუსებს არ სურდა რომ ტრამპთან მოლაპარაკებებზე პუტინის პოზიციები შესუსტებულიყო და მათ თავიანთი ჯარისკაცები გაწირეს.
უკრაინელებმა კი 2026 წლის დასაწყისში დაასრულეს ქალაქში რუსების ნაწილების ალყაში მოქცევა და დაიწყეს ქალაქის გაწმენდა, რომელიც აქამდე გაგრძელდა. ორი დღის წინ, ალყაში ჩარჩენილი ბოლო ჯგუფების განადგურება დასრულდა ქალაქის საავადმყოფოს ტერიტორიაზე. უამრავი, ახალგაზრდას სიცოცხლე შეეწირა გერასიმოვის და პუტინის კლოუნადას, მათ უტვინობას და სრულიად უაზრო სიჯიუტეს!
რუსებს რომ ჭკუა ჰქონდეთ, მარტო კუპიანსკის მოვლენები იქნებოდა საკმარისი ქვეყნის პრეზიდენტის და სამხედრო ხელმძღვანელობის რუსების გენოციდში დასადანაშაულებლად. მათ ნამდვილად შეგნებულად არ გამოიყვანეს ფაქტობრივად ალყაშემორტყმული სამხედროები ქალაქიდან და იქ ისინი უეჭველი სიკვდილისთვის გაწირეს. ჰოდა, რუსეთუმეებო, კარგად შეხედეთ, როგორ ექცევა პუტინი თავად რუსებს და თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ სხვებთან უფრო ლმობიერი იქნება, ძალიან მაგრად ცდება.
ქალაქი კუპიანსკი ომამდე და ახლა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved