თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე:
“2023 წლის 24 თებერვალს, 14 საათისთვის:
– უკრაინელი ხალხი მხნედაა და საბრძოლო სულისკვეთების პიკშია;
– უკრაინის შეიაღაღებული ძალები კარგი სარდლისა და მეთაურების ხელშია, ძლიერდება და საბოლოო გამარჯვებისთვის ემზადება;
– უკრაინას კარგი პოლიტიკური ლიდერები ჰყავს და ქვეყანა ერთიანია მტრის საბოლოო დამარცხების მიზნის ირგვლივ;
– მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი შეთანხმდა რუსეთისა და რუსული ფაშიზმის განადგურების აუცილებლობაზე;
– რუსული ფაშიზმი ღრმა კრიზისშია, რაც იმპერიის საბოლოო განადგურების იმედს იძლევა;
– რუსეთუმეები სლავა უკრაინის თქმაში ვარჯიშობენ და პირველ გაუბედავ ნაბიჯებს დგამენ სიბნელიდან სინათლეში გადასასვლელად;
ისღა დამრჩენია, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას, უკრაინელ ხალხს და წყნარად დაველოდო რუსეთის ჩამოქცევა-ჩამონგრევის ლოგიკურ ფინალს.”
კომენტარები