ომის დასრულების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები შედგება, თუმცა საკითხავია რუსეთის რომელ პრეზიდენტთან, თქვა ზელენსკიმ დავოსში გამართულ უკრაინულ საუზმეზე :
“საომარი ნაწილის შემდეგ, იქნება მშვიდობიანი პროცესი, იქნება მოლაპარაკებების მაგიდა და აუცილებლად იქნება მშვიდობა. კითხვა ისმის – ვისთან გამართავს უკრაინა მოლაპარაკებებს, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან. ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის სურვილზე”. – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მისი აზრით, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს დღეს შექმნილ მდგომარეობას.
“ის თავის საინფორმაციო სამყაროში ცხოვრობს და ვერ ხვდება, რომ უკრაინა დათმობებზე არ წავა”. – თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება, “როდესაც ის მზად იქნება დაბრუნდეს რეალობაში და გაიაზროს, რომ უამრავი ადამიანი იღუპება”.
“მაშინ შეიძლება ვცადოთ, თუ გვიანი არ იქნება, რუსეთის ამჟამად მოქმედ მთავრობასთან დიპლომატიურ გზაზე წასვლა”.
კომენტარები