რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე ქსენია კარელინას უკრაინული ფონდისთვის 50 დოლარის შეწირვისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კარელინა სახელმწიფო ღალატში ცნეს დამნაშავედ. განაჩენი დღეს სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა.
ქსენია კარელინა 2024 წლის თებერვალში დააკავეს, როდესაც ის რუსეთში ჩავიდა. ФСБ-ს განცხადებით, თანხა სავარაუდოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის შესაძენად წავიდა.
გამოძიება კარელინასთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
კომენტარები