ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში, მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო.
აქციებზე 70-ზე მეტი ადამიანი უკვე დააკავეს. მედიის ცნობით, 17:03 საათის მონაცემებით, ყველაზე მეტი დაკავებული იყო ტომსკში (35), კრასნოიარსკში (13) და ირკუტსკში (7).
დაკავებები იყო ეკატერინბურგშიც. მედიის ცნობით, აქცია ამ დროისთვის იწყება ჩელიაბინსკში, სადაც ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
კომენტარები