• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსეთში ხვდებიან, რომ ჩვენთან ხელწამოსაკრავი ურთიერთობა არ შეიძლება… ამაზე წივილ–კივილის ატეხვა საკუთარი ხალხის უპატივცემულობაა“ – დავით ჭიჭინაძე სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

ალია ავტორი - ალია
19:56 05-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
669

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონო დათო, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. რა არის რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაში ნეგატიური და რა პოზიტიური?

– საერთოდ, რაც ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრებას უადვილებს, იმაში ცუდი არაფერია. რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების უარყოფით მხარეს, თუ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამ საკითხს მიაბამენ საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას, ეს იქნება ცუდი. თუმცა, იმედი მაქვს, ამ ნაბიჯს არ გადადგამენ იქიდან გამომდინარე, ბევრ ქართველს ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები, მეგობრები რუსეთში ჰყავს და სხვა და სხვა ქვეყნებიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან დაფრინვდნენ რუსეთში მათ სანახავად, რადგან რუსული ავიაკომპანიები ჩვენთან არ დაფრინავდნენ და ჩვენი ავიაკომპანიებიც ადრე რუსეთიდან აკრძალვის და ახლა  სანქციების შიშით ვერ დაფრინავდნენ რუსეთში. რა ვიცი, ალბათ, ამ მხრივ კარგია,  აქ  მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა და რუსეთში მყოფ მათ ახლობლებს, გაუიოლდებათ ურთიერთობა, ჩავლენ, ნახავენ ერთმანეთს. ზოგი სამკურნალოდ დადის. ვისაც რუსეთში წასვლა უნდოდა, მათთვის  ვიზები იყო დამატებითი მახე, ვიზებში იხდიდნენ ფულს, კორუფციის წყარო იყო, ქრთამს იხდიდნენ და ისე მიდიოდნენ რუსეთში. ახლა ზედმეტ ფულს აღარ გადაიხდიან ჩვენი მოქალაქეები. თუ ადამიანს წასვლა უნდა, ვიზა შემაფერხებელი ფაქტორი არ არის და სჯობს, ლეგალური იყოს ვიზები, ვიდრე ქრთამით მიიღოს რუსეთის ვიზა და რუსეთში ჩასულიც, დაშინებული და არალეგალურ მდგომარეობაში იყოს. 90 დღიანი ვიზები  დააწესა რუსეთმა  ამ  უვიზო მიმოსვლის ფარგლებში და ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ  ვხედავ. ნეტავ მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან უვიზოდ შეეძლოთ ჩვენს მოქალაქეებს წასვლა. ვისაც რუსეთი არ მოსწონს, იქ  წასვლა არ უნდა, იმას ფული რომ გადაუხადო, მაინც არ წავა. ამ კატეგორიის ხალხისთვის  ამით არაფერი შეიცვლება. გარდა მაგისა, ადამიანებს შეეძლებათ რუსეთში ჩავიდნენ, გაყიდონ ქართული პროდუქცია და ფინანსურად ცოტა წელში გაიმართონ. შუამავლების მეშვეობით აღარ გაიტანენ, მეტი მოგება დარჩებათ და ეს მნიშვნელოვანია, უფრო მეტი შემოსავალი დარჩებათ.

– რუსეთში ბევრი სახის პროდუქციის დეფიციტია, ამით სარგებლობენ სხვა და სხვა ქვეყნები და თავიანთ პროდუქციას ჰყიდიან რუსეთში, მათ შორის ისეთს, ადრე რომ არ ყიდულობდა რუსეთი – დაბალხარისხიანს.

– კი, ბატონო, ასეა. ჩინეთს და ინდოეთს თავი დავანებოთ და პირველ რიგში, თურქეთმა დიდი ფული იშოვნა რუსეთთან ვაჭრობით აზერბაიჯანმა და  სომხეთმაც. შეიძლება ითქვას, რუსეთში მართლა გაასაღეს თავიანთი პროდუქცია, რომელსაც რუსეთი მანამდე არ ყიდულობდა. ბევრი ქვეყანა რუსეთისგან  ნავთობს, ბენზინს და სხვა ენერგომატარებლებს ყიდულობს საბაზრო ფასის ნახევარ ფასად, რადგან სანქციების გამო, ძველი სავაჭრო პატნრიორები აღარ ყიდულობენ რუსეთისგან ამ პროდუქტებს. თუ ჩვენი მოსახლეობაც იხეირებს ამით, კარგი იქნება. ამაზე წივილ–კივილის ატეხვა საკუთარი ხალხის უპატივცემულობაა.

– საერთაშორისო კონტექსტში ხომ იქნება რუსეთის ეს  გადაწყვეტილება საქართველოსთვის არსახარბიელო?

– არ ვიცი, რა იქნება. ხომ გითხარით, თუ ევროკანდიდატის საკითხს მოაბეს ეს საკითხი, ჩვენთვის კარგი ნამდვილად არ იქნება. იმედია, გაითვალისწინებენ ჩვენი მოსახლეობის უმძიმეს სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას და  ამ თემას არ დაუკავშირებენ ევროკანდიდატის სტატუსს. აქ ხალხის ინტერესებს უფრო ვხედავ, ვიდრე პოლიტიკურს. ვისაც პოლიტიკური მიზნებისთვის წასვლა  უნდა რუსეთში, ისინი ისედაც უპრობლემოდ დადიან, ვიზებსაც იღებენ და მათ რუსეთშიც ერთი ამბით ხვდებიან. აქვე  გვყავს რუსეთის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი ძალები და სხვაგან რატომ ვეძებთ? 2019 წელს, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ რუსეთმა შეგვიზღუდა ფრენები, მათი მხრიდან იყო ეს ყველაფერი და არა ჩვენი მხრიდან, მოდით პირდაპირ ვთქვათ. რუსეთი საკუთარ გადაწყვეტილებას 4 წლის შემდეგ აუქმებს და ამაში განსაკუთრებული არაფერია. გამოდის, რუსეთს გაუჭირდა და ეს კარგია. ხვდებიან, რომ ჩვენთან ხელწამოსაკრავი ურთიერთობა არ შეიძლება, ამას ხვდებიან ნელ–ნელა. სახელმწიფოებრიობას ნამდვილად არ დავკარგავთ ამით.

– ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ფრენების აღდგენა საქართველოში რუსების მასობრივ ჩამოავლას და დარჩენას გამოიწვევს, ასეა?

– ეს უკვე სპეკულაციაა, სხვა არაფერი. რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებიდან 300 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და აქედან, 200 000–მდე დარჩა და არსად წასულა. როგორ შემოვიდა ეს ხალხი აქ? თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით და ლარსიდან. რამემ შეუშალა ხელი? არაფერმა. შეიძლება შემომსვლელთა  რიცხვმა მოიმატოს, მაგრამ დამრჩენი უკვე ჩამოვიდა და დარჩა. თუ რუსეთში რაიმე მნიშვნელოვანი არ მოხდა, აქ ჩამოსული რუსი აღარ დარჩება. და თუ მოხდა, გინდა შემოვლითი გზით შემოსულები დარჩენილან, გინდა ლარსიდან და გინდა პირდაპირ რუსეთიდან  ჩამოფრენილან, რა დიდი განსხვავებაა? ცოტა ძვირი უჯდებოდათ ეს შემოვლითი გზა და ეგ იყო, სხვა არაფერი. ახლა „ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხლეტები ყვირიან, რომ რუსეთისგან ეს ყველაფერი საფრთხეა ქვეყნისთვის. მგონი, დაავიწყდათ, რომ რუსეთთან ცალმხრივი უვიზო რეჟიმი სწორედ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაწესდა. პირდაპირ გეტყვით, მათ ნარატივს  ანტისახელმწიფოებრივად ვთვლი.  მათ არც  ევროპა აინტერესებთთ და არც სხვა, რაც ამ  ქვეყნისთვის  და ხალხისთვის სასიკეთო იქნება. მათ ევროპა და კარგი ცხოვრება რომ სდომებოდათ, იმ ჯოჯოხეთს არ მოაწყობდნენ საქართველოში, რაც ქართველ ხალხს გამოატარეს. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა  თავის დროზე მიიღეს ყველანირი სტატუსი, ევროკავშირის წევრებიც გახდნენ, რადგან ქვეყანაში გაატარეს ის რეფორმები, რაც აუცილებელი იყო ცივილიზებულ სამყაროსთან დასახლოებლად.  ქუჩაში კი არ ხოცავდნენ ხალხს, ციხეში და პოლიციის შენობებში კი  არ აწამებდნენ, სხვას აღარ ვიტყვი. საქართველოც მიიღებდა ევროკანდიდატის სტატუსს, სხვა პრივილეგიებს ცივილიზებული სამყაროსგან, მოძალადე და ხალხზე ექსპერიმენტების ჩამტარებელი ხელისუფლება რომ არ გვყოლოდა. თუ რამე იყო არაევროპული ტიპის მმართველობა, ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობა. „ქართული ოცნების“  მმართველობის პირველი პერიოდი, მართლა იყო ევროპული მმართველობის ტიპისა  და შემდეგ „ნაცმოძრაობისგან“ და მისი  დანაყოფებისგან დაკომპლექტებული „ქართული ოცნებაც“ იქცა არაევროპულ და ჯოჯოხეთურ მმართველ ძალად.

– 2024 წლის არჩევნები 2%–იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს თუ 5%–იანით, ამაზე მიდის დიდი დავა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ბევრი პარტიისთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

– თუ ვინმეს მართლა  „ქართული ოცნების“ დამარცხება უნდა, მაშინ მას  არც 5% ეყოფა და არც 2%. ამას უნდა ქართველი ხალხის გვერდში დადგომა, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს შესაძლებელი იქნება, თუ  არსებული საარჩევნო ადმინისტრაციები გაუქმდება და არჩევნები ჩატარდება დისტანციურად, ბლოკჩეინის სისტემით, სადაც ადამიანების  ჩარევა, ადამიანური ფაქტორი გამოირიცხება და აბსულუტურად გამჭირვალედ ჩატარდება არჩევნები. ბლოკჩეინის მეშვეობით, ემიგრანტებიც მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. როდესაც ოპოზიცია ორ და ხუთ პროცენტზე საუბრობს და არა „ქართული ოცნების“ შეცვლის სხვა, რეალურ  საშუალებებზე, მაშინ  საუბრობს საკუთარი თავის დაბინავებაზე და სხვა არაფერზე. იძახიან, გავერთიანდეთო, ერთობა უნდა იყოსო  და ადგნენ მერე, გაერთიანდნენ, რას აწვალებენ ამ ხალხს? გაერთიანდნენ და ვნახოთ, ერთი რა შეუძლიათ. ჩვენ, ის ხალხი, ვისაც  ყელში გვაქვს „ნაცმოძრაობაც“  „ქართული ოცნებაც“, ვისაც არც ერთი არ გვინდა,  ცალკე გადავწყვეტთ როგორ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ, ასეთი მოტყუებული ადამიანები, ქვეყნის მოსახლეობის 70%–ს წარმოვადგენთ. კიდევ ვიძახი, ამ სისტემით და ადმინისტრაციით არჩევნების ჩატარება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი პროცენტი იქნება ბარიერი, ეს პირდაპირ ნიშნავს  ამ  ოპოზიციისა და ხელისუფლების გარიგებას. ისე, როგორც ბოლო არჩევნებზე, როცა ოპოზიცია შელაგდა პარლამენტში და მით „გაუპარავა“ გაყალბებული არჩევნები „ქართულ ოცნებას“. ბარიერი რამდენ პროცენტიანი იქნება 2024 წლის არჩევნებზე, ეს ვერაფრით ვერ იქნება გადამწყვეტი. ვინც არ უნდა „ქართულ ოცნებას“, იმ პარტიებს მაინც  არ შეიყვანენ პარლამენტში. არც იმ 2%–ს გადაალახინებენ, თუ ამ ბარიერით ჩატარდა არჩევნები.  გაუყალბებენ შედეგებს, მოაკლებენ 0.2 და 0.3 პროცენტს და დატოვებენ გარეთ. რა, ჯერ არ გაუკეთებიათ? ვერ ხედავთ, რომ ამდენი წელია, არჩევნები ტარდება და „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ თითქმის  ხმების თითქმის  რაოდენობას ღებულობენ, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას კი მათმა კანდიდატებმა თანაბარი ხმები მოიპოვეს პირველ ტურში. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ გარიგებულნი არიან ერთმანეთთან? სახეზეა ეს გარიგება და ზოგს არ უნდა ამის დანახვა და აღიარება.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი

14:40 06-15-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

14:40 06-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved